ისევ...?

Неужели я исчерпала все ресурсы? Уже?! Нет. Не думаю. Наверное это все таки временно. А может наоборот, может как раз ЭТО правдиво?! Кто знает...

Просто у меня привычка что-ли, такая, auf einmal ვიხარჯები. და შეიძლება თან ისე, რომ მერე რესურსი და ენერგია აღარ შემრჩეს გარკვეული ხანი.
და შეიძლება ზუსტად გუშინ იყო ეს დამაგვირგვინებელი აკორდი. შემოტევა - სიცილის, იუმორის და მხიარულების, მაიმუნობის და ანცობის. თან თუ ამყოლი გყავს და ესმით და ხალისობენ შენთან ერთად, მით უმეტეს. და რამდენი ხანი გაგრძელდა ეს?! საღამოს 5-დან დილის 5 საათამდე :) პერიოდულად დაწყნარებით და პერიოდულად გამძაფრებით (გააჩნია ვინ გამოდიოდა ”სცენაზე” დამატებით). ”Не обращайте на меня внимания, на меня иногда находят” - типа этого

კიდევ ერთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც მზად არის ხვალვე გავიდეს პენსიაზე/ში. იმას, ჩვენგან განსხვავებით აქედანვე გარანტირებულად მშვიდი და უზრუნველყოფილი სიბერე ექნება

კიდევ? - კიდევ ერთი მონაკვეთი მთავრდება მალე.

კიდევ ერთი მძიმე თვე იქნება წინ - ეს უკვე სამსახურეობრივი. ხანდახან ისე აღარ შემიძლია რომ მინდა ხარაკირი გავიკეთო. ხანდახან - ყველაზე მაგარ ხასიათზე მაყენებს იქაურობა.

რას ვფიქრობ, იცით? ხომ არის პერიოდები, როცა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხარ ადამიანი, განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვამ მოვლენებს და ემოციებიც გამძაფრებული გაქვს და შეგრძნებებიც. იქნებ ზუსტად ის არის სწორი და ნამდვილი, რასაც ამ დროს გრძნობ და ფიქრობ, სწორედ ის გინდა მართლა, რაც ასეთ დროს გინდა და სწორედ ის არ გინდა მთლიანობაში, რაც - თითქმის ფიზიკურად გრძნობ რომ - არ შეგიძლია. ა?!
არ ვიცი

ხო, ეს ორი დღეა მივხვდი რომ я опять чувствую... "Я хожууу!" :))))))

არის დღეები, როცა იკიდებ ყველაფერს (შესაძლებლობის ფარგლებში) არ ეუბნები თავს უარს არაფერზე (იგივე). უბრალოდ ეშვები, დუნდები და თითქოს დიდი ხნის მოჭერილ მარწუხებს უშვებ, და მერე მექანიზმი თვითონ ამუშავდება და ეშვება ყველა ბოლტი. სხვადასხვა შედეგამდე მიყავხარ ამას. შეიძლება ცუდად გახდე, შეიძლება კარგად. შეიძლება ტირილი მოგინდეს და იტირო, ბოლოს და ბოლოს, დაიცალო და გესიამოვნოს ეს. მერე შეიძლება დიდი ხნის ნაცნობ ქუჩაზე დიდი ყვითელი ცარიელი ავტობუსიდან ჩამოდგა ფეხი, და განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვა მზე, რომელიც ჩაგეღვრება შიგნით, რომელიც ბევრია და ამ დიდ, ფართე მაგრამ მაინც წყნარ ქუჩასაც ჰყოფნის და შენც, რომელიც უცებ აგავსებს ჯაზის საოცარ ხმებთან ერთად და ისევ გეტირება, ოღონდ ახლა უკვე სიხარულით და სიამოვნებისგან. მერე გეღიმება და თავაწეული და კმაყოფილი, თავდაჯერებული და გაღიმებული გადაჭრი იმ ალეას, მერე ქუჩას, არ აქცევ ყურადღებას მანქანებს, რომლებიც ცოტაა, ხალხს, რომლებიც თვალს გაყოლებენ იქიდან, ან აქცევ, უმნიშვნელოდ, ჩაიღიმებ შენთვის, როგორც ასეთ დროს გჩვევია და მერე მიდიხარ, მიდიხარ და იცი რომ გელოდებიან და იცი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვარხარ და ეს გავსებს ისევ.
მერე ეს sensibilität შეიძლება ისევ მხიარულებაში გადაიზარდოს და прилив смеха-ში

მზიანი შაბათი მაინც რამდეს შვება

მერე ჯდება. akku nahe zu entladen. რაღაც გახსენებს, რომ ბატარეა თითქმის დაჯდა. გახსენდება ბოლო პარასკევი და შენი შესაშური მოთმინება და უდაძაბულესი 8 საათი, რომლის მშვიდად გადატანა ნერვების ფასად დაგიჯდა. კი, ამას მოჰყვა რადიკალურად განსხვავებული weekend, მაგრამ მაინც გასხოვს, რომ ხვალ ორშაბfuckingათია...



p.s. ისევ ვწერ?!...... :) / :( ?

Comments

Tiko said…
გეთანხმები რომ მართლა არსებობს ეგეთი დღეები, საოცარია : )

ხან ისე რომ ხარ, ხან ასე : )
ketketa said…
ციის, შენ როგორ ძლებ ამ მოსაწყენ გარემოში თუ არ მიკვირდეს, დედას გეფიცები:))

აფსუსია რა:)))
Anonymous said…
c

(c) copyright

saocari dgea dges. rato? imitomr om gadavcvkite sabolood daviaro kvela blogi satitaod da linkebis gacvla-gamocvla davicko

hoda gavcvalot? :)

http://www.loesje.ge
© said…
სამი კომენტის სამი პასუხი

1. თიკოს - ხო, თიკო, არსებობს და არა მარტო დღეები, ხან დღის განმავლობაში ხარ ხან ისე და ხან ასე რადიკალურად განსხვავებულ განწყობაზე და ტალღაზე....

2. ქეთას - ქეთ..... :) :) :) ძალიან ხშირად ხვდები იმას, რასაც ყველა ვერ ხვდება და ზუსტად არტყამ! რაც შეიძლება არ ჩანდეს ძალიან თვალშიმოსახვედრად და მუდმივად, რაც ”დასაჭერია” და ”დასამუღამებელი”, იმას იჭერ და ”ამუღამებ”
და მიხარია :)
ხოდა რა ვიცი, როგორ ვძლებ,მთავარია არ ჩამითრიოს და ეს მუხტი შემრჩეს, რომელიც ხანდახან კი ბჟუტავს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ არის ;) და ხან ნათურის დახეთქვამდე მაღალი ძაბვით ინთება ხოლმე და მაშინ მართლა არ ვიცი როგორ ვძლებ :)

3. გავცვალოთ, ლუში, გავცვალოთ. მართალია არც ერთი ბლოგი არ მყავს აქ სიაში დამატებული, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ არ შემოვალ. უკვე შემოვედი შენთან და ვათვალიერებ.


და ყველას - ასე მგონია შვებულებაში ვარ ყველა online რეჟიმიდან, ფორუმებიდან, ბლოგებიდან, ჩათებიდან... კაი ხანია არ შევსულვარ არსად, ან მე მგონია რომ დიდი ხანია. არც ერთ ბლოგზე, არც ერთ ფორუმზე, არც ჩეთში, თუ არ ჩავთვლით გუგლს, რომელიც საქმიანად მაქვს ჩართული დღის განმავლობაში. რამდენი საღამოა უკვე, საერთოდ კომპს არ მივკარებივარ სამსახურის მერე. ხოდა მოკლედ ვისვენებ, რა :)
მაგრამ უპასუხო კომენტები დამიგროვდა ამასობაში მეილების სახით :)და გადავწყვიტე ჩემთან მაინც შემომეხედა და ცოტა მტვერი გადამეწმინდა :)

ქეთ, მგონი ბოლოს მარტო შენს ბლოგს ვკითხულობდი ხოლმე და იქაც კი რამდენი ხანია არ დამიდგამს ფეხი...
და კიდევ, ვისი კომენტარიც მხვდებოდა აქ, იქ შევბოდიალდებოდი ხოლმე

ხო, მოკლედ მე დავბრუნდები, ალბათ :)
ketketa said…
ცოტა ხანი გამოთიშვა ვირტუალური ორომტრიალიდან ძაან კაია, ცის:)
მიდი დაისვენე და დაბრუნდი:)
Anonymous said…
დაბრუნდი : (
© said…
:)დავბრუნდები. როდის - არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდები

დრო მინდა, რა

თუმცა ეს ბოლო დღეები მიტრიალებდა რაღაც თავში, ერთი წინადადება და მინდოდა დამეწერა, მაგრამ ახლა დავჯექი კომპთან და გადამიარა...

აი, დაბრუნდება რაღაც განწყობა და მეც დავბრუნდები, პერიოდულად :)
ketketa said…
უიი, გაშპაკლე, ელის?:))))))))))))))))
© said…
ხო, გოგო, და რომ ვშპაკლავდი ვიღაც მომადგა, ვიღაც ბლოგერი და მკითა: მალიარი ხარ, გოგო?! :)

თეთრი კარკასია, რაა :)

დიდი ხანია მინდოდა შეცვლა. არ მომწონდა ის ფონი და საერთოდ, მინდოდა რაღაც ნათელი. ამაზე ნათელი ვერ ვნახე :)))))
ketketa said…
ჰაჰააააააააა, მალიარიიიიიი:))))))))))
ბჟიიიიიიიიიიიიიირ:))))))))))

მშვენიერია, ამაზე ნათელი აღარც ივარგებს კაცო:)))))))
ketketa said…
ვაიმეე, გვირილებზე გადავირიე, ციის, რა ლამაზია:):)
© said…
ხო, მეც გადავირიე და საერთოდ, გადარევა მემართება გვირილებზე და იასამანზე :)

ხოდა ეხლა ველი შენს კომენტებს ი დალ’შე :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..