ჩემი თავგადასავალი ანუ სუპერ მარიოს აღსარება
ნელ-ნელა თითქმის ვრწმუნდები იმაში, რომ რაღაც ვირტუალური თამაშის გმირი ვარ. მარიო, ან სუპერ მარიო (არ დამიწყოთ ახლა, რა დროს მარიოაო. ჩემ ბავშვობაში მარიო იყო და არ მაინტერესებს ახლა რა არის და ვინ). და რაღაც დაბრკოლებების გადალახვა მიწევს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სხვა ოთახში გადასასვლელად და საბოლოოდ მიზნის მისაღწევად. საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია იგეგმება და სურვილის დონეზეა ჩემი წასვლა გერმანიაში მეგობართან, სტუმრად; და სასურველი იყო ეს წასვლა დამთხვეოდა ხელის მოწერას და ქორწილს (არაქართული გაგებით). მე - მეჯვარე (ჯერ-ჯერობით სამოქალაქო). სხვადასსხვა მიზეზების და გამო იდებოდა და იდებოდა და მოკლედ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდით თითქოს, ავიღე კიდევ ერთი პასპორტი, ახალი და ჩავეწერე საელჩოში საბუთების შესატანად. ჩამწერეს დაახლოებით 1,5 თვის მერე.... შესაბამისად კიდევ გადაიდო წასვლა. მოკლედ, 29 იანვარს შევიტანე განაცხადი ვიზაზე და ყველა საჭირო საბუთი. პრინციპში, მიუხედავად აგვისტოს მოვლენების მერე სავიზო რეჟიმის გართულებისა (თუმცა ამბობდნენ, რომ უნდა გამარტივებულიყო), მაინც მშვიდად ვიყავი, რ...