"ჩვენისთანა ბედნიერი...
რა ვქნა, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და უნდა დავწერო :))) -ისტები ალბათ გაბრაზდებიან და რა არის ეს დაცინვაო, იტვიან, მაგრამ მეცინება მართლა გულით. სასაცილოა მართლა, ოღონდ ასევე მართლა სატირალი რომ არ იყოს. კავკასიაზე "გადამერთო" და სანამ შემდეგ არხზე გადავრთავდი, მზერა მიმეყინა ეკრანზე: წითელ ხალიჩაზე რაღაც ხდებოდა. აი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი ხომ გინახავთ? დაწყებამდე მსახიობები რომ მოდიან და აჟიტირებული ფანები ისტერიული კივილით რომ ხვდებიან, არანაკლებ აჟიტირებული ჟურნალისტები კი წითელ ხალიჩაზე რომ მისდევენ უკან ვიტრინების საწმენდი "ღრუბელი"ს სადარი მიკროფონებით ხელში, ფეხში, პირში და ა.შ. რომ გავარჩიე, ვინ იყო ის თეთრებში ჩაცმული კაცი მათ გარემოცვაში, კინაღამ გავგორდი. არც ერთ ჰოლივუდელ მსახიობს არ ჩამოუვარდებოდა მისი ჟესტიკულაცია და ღიმილი. ხალხს თბილად, ჰაეროვანი კოცნებით და ხელების ქნევით ესალმებოდა და წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებული მიაბიჯებდა.... შალვა ნათელაშვილი!..... სანახაობით მოხიბლულმა აღარ გადავრთე და სმს-ების კითხვაც დავიწყე. ეს არანაკლებ სახალისო აღმ...