just without smiles

ტობლერონე ჯობია თუ რიტერ შ/სპორტი?

პორგი და ბესი, ბებერი ტაო...
(შენ ისე ღრმა ხარ...)

თეთრი ტობლერონეს გემო დამრჩა. და შავი - გამახსენდა. ამახსენდა. მახსენდა. ახსენდა. ხსენდა. სენდა. ენდა. ნდა. და. ა.

ხო

თარიღიც კი გამახსენდა

უცებ ძალიან მომინდა ცოტა ხანი სახლში ვიჯდე და ვწერო.... თან რაღაცნაირი სიმშვიდეა ბოლო დროს სახლში. კომფორტი - მაქვს. დღისით - სულ მარტო ვიქნებოდი... საღამოსაც არ გავიდოდი, ან ისე, იშვიათად და არა "ძალიან". ანუ ერთ-ორ-სამ ადგილას. სამიოდ ამოჩემებულ ადგილას. მაქს. - 4. და მერე ისევ მოვიდოდი და დავწერდი.
ცოტა ხანი.

სამსახურიდან? მალე შეიძლება ასეც მოხდეს. ამისთვისაც მზად ვარ. არ ვნერვიულობ. ვიცი, რაღაც იქნება. მშვიდად ვარ. სადღაც მინდა კიდეც.

რაც გადასაწყვეტია, იმაზეც დავიწყებ ნელ-ნელა ფიქრს

შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ...

კარგად ჩაჯდა ისე, "პორგი და ბესი" ქართული ცის გვერდით.

მიყვარს, როცა გვიან სახლში მომავალს უცებ მახსენდება, რომ კარგი წიგნი მელოდება და მივალ და ჩავუჯდები. თან თუ ძალიან გვიანი არ არის და ჯერ არ მეძინება - მით უმეტეს. მოსალოცი...

"გურამ დოჩანაშვილს რომ უწერია, კარცერ-ლუქსი პატიოსან ქიმიკოსსაც არ აწყენდაო..." არ მახსოვდა ეს. გამეცინა.

"ჩარექი" რამდენია? პირველს აკლია ჩარექი (ესეც გურამისეულია). ალბათ მეოთხედი, ხო? თუ?! ნუ, უკვე ნაკლებია. უფრო სწორად - მეტი. პირველი ხდება.

დავწერდი. რამდენიმე თემა წამოიჭრა თავში, რამენიმე პოსტი. მაგრამ კომფორტულად ვერ დავჯექი. შაბათს დილით მინდოდა. გზაში უნდა ჩამეწერა, გზაშივე. ფეხით სიარულის დროს. იქვე, ცხელი შთაბეჭდილებები და აზრები... როგორც მაშინ. მაშინაც შაბათი დილა იყო, ისევ ისეთი ადრიანი დილა. შაბათისთვის - ადრიანი (11 საათი მაქსიმუმ). ოღონდ განსხვავებული. ტერიტორიაც - იგივე. ისევ მარტო. ისევ ფეხით. იგივე მიზნით ვიყავი გასული, მაგრამ მაშინ ასეთი სუნი არ იდგა იქ...

სიამოვნებით არ ვიქნებოდი ასადგომი ხვალ დილით ადრე.

ოშკი და ზარზმა...


წინ სამი კაკალი მიდევს. ზუსტად "სამი კაკალი კონკიასათვის". არ მახსოვს როდის და რა ვითარებაში გაჩნდა ჩემს მაგიდაზე. ასე დევს მას მერე. კომპოზიციაა თავისებური. რამდენჯერმე დაგორდა. ხან ბავშვი თამაშობდა ვინმესი. ხან კატა - ჩემი... დაიკარგა. ისევ აქ დევს. სამივე. ზუსტად იგივე სამი კაკალი. ჯერ არც ერთი არ გამიტეხია. ბუს ველოდები?!...

Comments

Kalo said…
Ritter Sporti jobia - quadratisch, praktisch, gut :-):-):-)
eg chemi sloganicaa, marto mag shokoladis ki ara :-):-):-)
© said…
:)))

მთლად ასე ცალსახადაც ნუ იტყვი :))) თუმცა გემოვნება დავის საგანია, ეგ მართალია! ;)

ხომ გემრიელი იყო ის პატარა rittersport-ები?! ;)
Marika said…
ცის, სიხარულო, გადააგდე პირველი კაკალი ზურგსუკან, შეაფურთხე ეშმაკს :))
და გადააგდე

რა იცი, რა ამოხტეს იქიდან, ჰააა?

მე მჯერა სასწაულების . და შენ? :)))\
Keti said…
როგორ მომეწონა სამი კაკლის კომპოზიცია :)

ჩემ შეფს ერთი მანდარინი აქვს, ალბათ უკვე 5 წლის არის. დადო მაგიდაზე და.... ისეთია, როგორც ქვა, არ დალპა. ფერი იცვალა ოდნავ :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..