Прощай Берлин
რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ამ დროს მკითხეს, რა გინდა ახლა ყველაზე ძალიანო (ზოგადად არა, კონკრეტულად იმ დროს იგულისხმებოდა). ვერ გავეცი პასუხი. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ძილი მინდოდა, ხოდა წავედი და დავიძინე. აი, ახლა ვიცი, რა მინდა ყველაზე ძალიან, ამ წუთს. ხომ არის, რომ ხანდახან რაღაც თითქმის ტკივილამდე გინდა, ფიზიკურად გრძნობ, ისე. აი ასე მინდა ახლა იმ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, მაინცდამაინც არ მომეწონა მეთქი. ბერლინში. მართლა არ გადავრეულვარ. შეიძლება ეს იმ დაძაბული რეჟიმის, სტრესის და ნერვიულობის ბრალი იყო, ზოგადად სიტუაციის. არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა აღვიქვი მისი სილამაზეც, ისიც, რაც საინტერესო იყო და ყველაფერი, რაც იმ ძალიან მცირე თავისუფალ დროში შეიძლებოდა აღმექვა. ალბათ ამ დროის სიმცირის ბრალიც იყო ყველაფერთან ერთად. მოკლედ, აასეა თუ ისე, აი ახლა, ღამე, სახლში მომავალს, მანქანის ფანჯრიდან abwesend ყურებისას, /море причин зачем осколки берегут/ ჩუმად მყოფს, განათებული ღამის თბილისმა და ცარიელმა ქუჩებმა უცებ ძალიან მომანდომა ღამის ბერლინი. /в двух пустых город...