(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი
საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :) არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :) დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით...