sch sch sch scheiße!

facebook მუზებს კლავს, სტატუსები - პოსტებს, youtube - playlist-ს შენს comp-ში, skype - რეალურ ურთიერთობებს და ვირტუალური რეალობა - რეალობას საერთოდ!

მუზების მასობრივი ჟლეტა არ მომწონს განსაკუთრებით! დანარჩენს რაღაცნაირად აბალანსებ-აგვარებ-დადებით მხარეებს იყენებ.

არ მომწონს, რომ ვეღარ ვწერ. არ დამაწყებინოთ ჩამოთვლა, კიდევ რა არ მომწონს. უბრალოდ ამ ეტაპზე ეს მაწუხებს...

Comments

Kate said…
მესმის შენი, მეც ეგრე ვარ.
kalo said…
facebook-is ra mogaxseno, magram samsaxuri rom muzis mteria eg vici :-)
Kate said…
კი, ნამდვილად.
თან უინტერნეტო სამსახური.
babisa said…
zustad egrea :) zustad
da me eg sashinlad ar momwons
magram arafers vcvli :\
Lasharela said…
აი ეს გამახსენდა:

შენ ხარ ნაყინი
ვანილის ოღონდ
მე ვარ ალუბლის წვენი
შენ თვლი რომ არ ხარ უბრალო გოგო
მე მუზებს ლექსებს ვწველი... :)

მეორეს მხრივ, რამდენჯერ მომსვლია მუზა სმს სახით. რომ არა ბლოგი და თითქოს საქმიანი იერი ბანკში ბატის ბუმბულს, მელანს და გრაგნილს ვერ ვიშიშვლებდი ხოლმე ლექსის დასაწერად :)

თუმცა მაინც მუზების ხოცვლა ჟლეტვა ან ნებაყოფლობითი "გაპუტანკება" მიმდინარეობს...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..