(თითქოს) ამოხეულ ქაღალდზე უცებ დაწერილი პოსტი

საიდან დავიწყო? ან რა უნდა დავიწყო? უბრალოდ მინდა რომ წამი ჩავიჭირო და განწყობა იქნებ გადმოვიტანო ბოლოს და ბოლოს ფურცელზე/ბლოგზე და მხოლოდ fb სტატუსით არ შემოვიფარგლო :)

არ ვაპირებ ახლა იმაზე ვწერო, რა ხდება, როგორ ვცხოვრობ, რა არის ახალი, რა მოხდა და რა არ მოხდა, და სად ვუყურებ ჩემპიონატს :) ამ უკანასკნელზე კი დავწერდი ისე, სიამოვნებით, იმიტომ რომ მააააგარი შეგრძნებებია და სადაც და როგორც ვუყურებ ძირითადად, ას წო რებს! :)

დღეს საღამო, უბრალოდ. ძალიან კარგ ხასიათზე მოვედი. ერთი პრინციპში საკმაოდ სულელური ფილმიდან, რომლის მეორე ნაწილიც ვნახე უკვე და რომლის ყურებაც ძალიან მისწორდება ჩემს მეგობრებთან ერთად :) კომენტარებით, გადალაპარაკებებით, ერთნაირი ასოციაციებით, პოპკორნით და პეპსით :) არ არის აუცილებელი, მუდმივად მაღალ ღირებულებებზე ისაუბრო და ყველგან რაღაც "ზე"-ს ელოდე. უბრალოდ იხალისე, ნუ! ხოდა ვიხალისეთ. როგორც პრინციპში ხდება მუდმივად, თითქმის მუდმივად. წინასწარ ლიტ კაფეში დაჯდომით, ამბებით, ჭორაობით, გარჩევით და ვერსიებით, მერე პეპსით და პოპკორნით ხელში. კიდევ გაგრძელებით და მერე ფილმით :) locker! აი ზუსტი სიტყვა :)

მერე მაგრად წვიმდა :) 1, 2, 3 ტაქსი :) დავნაწილდით. ჩვენ ორს ქუჩის იქით მხარეს გადარბენა და წესით გაწუწვა მოგვიწია, მაგრამ არ გავიწუწეთ რატომღაც. ახალგაზრდა ტაქსისტი მგონი პირველივე წამიდან ცოტა დავაბნიეთ და ამაზეც ვიხალისეთ, ცხადია.

მერე სახლი. გამოყოლილი მელოდია და მელოდიის ტაქტში შემოსვლა. სიჩუმე. სძინავთ. მიყვარს ჩემს სახლში დაბრუნება. დადებითად დამუხტული თუ ვარ მით უმეტეს, უფრო ღიმილით შემოვდივარ. მუსიკის ტაქტშივე გახ... გამოცვლა. "ზაპისკები" 1, 2. ერთი კომპ-ის ეკრანზე, მეორე - ბალიშზე. ისევ მუსიკის ტაქტში (მუსიკა თავშია) და ისევ გაღიმებული. დავალებების შესრულება ("ზაპისკების"). მერე კომპ ჩართვა. მეილი. fb. არა, მერე არ, პარალელურად :)))) რაღაც მომენტში მეგ რაიანი გამახსენდა. რაღაც მისებურად ვიგრძენი თავი. აი იცით როდის? არშემდგარი პაემანიდან რომ ბრუნდება, ფოსტას ამოწმებს, ცარიელია და ასე გაუხდელად წვება ლოგინზე და იძინებს. ოღონდ განსხვავება იყო :) არც არშემდგარი პაემნიდან მოვდიოდი, არც პალტო მეცვა, გავიხადე კიდეც და არც საწოლზე დავწოლილვარ. არც მოწყენილი. ისევ მუსიკის ტაქტში და ისევ ღიმილით განვაგრძე "დავალებების შესრულება" და ბოდიალი და ღამის პროცედურები. ამავე ტემპში/ტაქტში ვწერ ახლა. ყველაფერი პარალელურ რეჟიმში. ვდგები. ვჯდები. ვწერ. ქალებს ხომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება შეგვიძლია :)

მიყვარს ეს განწყობა. და მიყვარს, გარდასახვის უნარი ჩემს თავში. მიყვარს შეთავსება. 4 დღეს იქმოდე და მეხუთე დღეს რომ ვისვენებ. ამ დღეს რომ შემიძლია თავი გადავდო, გავიგიჟო და კარგი დიასახლისივით მოვიქცე, სახლის სარკისებრ ეფექტამდე დალაგებიან, სამზარეულოში ტრიალიანად. მერე საღამოს 1-2 ზარი, მიმოწერა. 1 საათი აბაზანისთვის, მოწესრიგებისთვის, ჩაცმისთვის და საღამოს გარდასახვა :) როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, "ზესვეტსკ" ზავიდენიაში "წასვეტსკება" :) დიასახლისის "облик"იდან მაღალ ქუსლებზე შემდგარ ქალამდე ბერვი არ არის :) ან თუნდაც locker საყვარელი ჯინსი, ბოტასები და მაიკა. გააჩნია განწყობას, მიზანს, ადგილს. მოვიდნენ, წავედიი! და წასვლა :)

მერე ღამე ისევ აქ დაბრუნება, ისევ ჩემს სახლში. აურა - ფანტასტიური! სახლში, სადაც ჩემები არიან! ჩემები, რომლებიც ძალიან მიყვარს. სახლში, სადაც ასევე ორ ნაბიჯში ძალიან ჩემები არიან, რომლებიც ასევე ძალიან მიყვარს. სამივე. ერთი - სხვანაირად განსაკუთრებით.
მერე ჩემს ოთახში, ჩემს კომპ-ში და ინტ-ში, სადაც ცოტა ხნის წინ დამშვიდობებული, დიდი ხნის უნახავი, ცოტა ხნის წინ ნანახი, ხვალ სანახავი, და სხვა მეგობრები არიან, რომლებიც ყველა ძალიან მიყვარს.

ეს წვიმაც მიყვარს, რომელიც ზურგს არ მისველებს ხანდახან. მზეც, რომელიც გაჩერებაზე დგომისასაც კი მეკიდება. ჩემი საქმეც. ჩემი უსაქმურობაც. ჩემი დასვენებაც. ჩემი გართობაც. ჩემი საქმიანი კვირაც და ჩემი პარასკევიც. ჩემი შაბათ-კვირაც. სიცილი რომ მიყვარს ეს მერამდენედ ვთქვი? :) პერიოდულად წამოვლილი და განხორციელებული სიგიჟეებიც მიყვარს. აი ახლა ბოლო წინადადებას რომ ვწერდი და განხორციელებულზე "მითანა - განხორციელებული ოცნება" რომ გამახსენდა, ესეც კი მიყვარს. ეს ასოციაციები, რომლებიც ესმით გარშემო და რომლებზეც იმდენი შეგვიძლია ავაგოთ და ვიხალისოთ ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მიყვარს. ახსნა რომ არ სჭირდებათ და ცოტა რომ ვერ ვართ ყველა :)

როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრება მიყვარს :) :) :)

პ.ს. ეს პოსტი თითქოს დიდი ბლოკნოტიდან/რვეულიდან უსწორმასწოროდ ამოხეულ ქაღალდზე უნდა ეწეროს, ასე მგონია. ამიტომ ერქვას ასე, როგორ დავარქვი.

Comments

მშვენიერია. ასეთი ამოხეული ფურცლებით, ერთი დიდი წიგნი აგეკინძოს, ან რატო მხოლოდ ერთი? იყოს ორი, სამი... :))
© said…
მადლობა :) ეხ, ერთი მაინც იყოს,თანახმა ვარ! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..