სეზონი - პოსტი. მოვლენა. კომენტარი.

ვპოვე და პოსტად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები


კომენტარი კალოს პოსტზე "სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?" იმდენად დიდი გამომივიდა, გადავწყვიტე პირდაპირ გადმომეკოპირებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი და არა მარტო ჩემი შეხედულება ამ ფილმის შესახებ.

მოკლედ, იხ. ჩემი კომენტარი და კალოს პოსტი, რომელიც ზემოთ ლინკის სახით არის მიბმული.



"ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი." - გეთანხმები 100%-ით! სწორედ ეს დავწერა ახლა უკვე აღარ მახსოვს ვის და რომელ კრიტიკულ თუ "ანტიკრიტიკულ" სტატიაზე. მართლა მომართული და ჩასაფრებულია ყველა, რომ რაღაც უარყოფითი დაიჭირონ. არა და ამაზე ადვილი არაფერია.

პრინციპში, ყველაფერში გეთანხმები. ზუსტად ამ შეგრძნებებით და აზრებით დავტოვე დარბაზი. და არაპროფესიონალი მსახიობების კვალობაზე კარგად თამაშობდნენ კი არა, მე ვიტყოდი ბევრ "პროფესიონალ" მსახიობზე უკეთაც კი გაართვეს თავი, იმ პროფესიონალ მსახიობებზე, რომლებიც ზუსტად ვიცი, სიყალბის "გემოს" აუცილებლად დამიტოვებდნენ გუშინ.

მე - კმაყოფილი წამოვედი. ალბათ იტყვიან, ბევრი ფული დაიხარჯა და კარგი ტექნიკა ჰქონდათ და გადაიღებდნენ ხარისხიანს, აბა რაო. დიახაც. ელემენტარულია რომ შენი თქმის არ იყოს "მობილურით" არ გამოდის ისეთი ხარისხიანი ფილმი, როგორც კარგი აპარატურით.

გამეხარდა, რომ "აუ ეს რა იყო" არ ვთქვი. კი, მართალია არ ვიჯექი საზურგიდან წამოწეული და დაძაბული, გაწელილიც იყო ალაგ-ალაგ, მაგრამ მართლა მთლად ისეც არა, რომ მთქნარება დამეწყო.

უბრალოდ არც ველოდი "შედევრს" და რასაც ველოდი, იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.

და მეც ვერ გავიგე, რა იყო ფინალში გაუგებარი. არც ჩანაფიქრი იყო როგორც ამბობდნენ "ვითომ მისტიურ-გაუგებარი" და "მაყურებლისთვის უპასუხო შეკითხვების გამჩენი". სრულიად გასაგები და გახსნილი იყო ბოლო. ნუ, ახლა რამდენად ორიგინალური - ეს სხვა საკითხია მაგრამ მოდი ამას ნუ გამოვეკიდებით. საერთოდ ერთ თემაზე რა, მხოლოდ თითო-თითო ფილმი იცით? არაფერი "გადაუმღერებიათ" თუნდაც "დიად ჰოლივუდში"? :)

მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ მიხარია ოდნავ მაინც დაძვრა მკვდარი წერტილიდან. კონვეირული წესით ფილმების გადაღება "მოძრაობას" არ ნიშნავს.

მიდით, იქნებ რამე გვეშველოს ოდესმე. კინოში, დიდ ეკრანზე ნეორეალიზმის შედევრების საყურებლად მაინც არავინ დადის და არც არავის აქვს პრეტენზია და სურვილი, იქიდან თავატკიებული გამოვიდეს და მთელი ღამე იმაზე იფიქროს, რა ღრმა იყო ეს ფილმი და ალბათ კიდევ რამდენჯერმე უნდა ვნახო, რომ არსს კარგად ჩავწვდეო.

იქ რის საყურებლადაც მიდიხართ, იმისთვის საკმარისი და საკმარისზე მეტიც იყო, მინდა გითხრათ :)

Comments

kalo said…
მშვენიერი კომენტარი გამოგივიდა ცისია. ოქრო ხარ :–)
© said…
:))) ოქრეაუ :)

ოქროს პოსტმა ოქროს კომენტარი იცისო, ხომ გაგიგია?! :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..