სანამ დილა დადგებოდეს / პირველ ჭიქა ყავამდე
დილით, სამსახურის გზაზე ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ. არა, არ გეგონოთ, რამე მეტყობოდეს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ აზრებით და შინაგანი მდგომარეობით ჯერ აქ არ ვარ. ბოლომდე არ ვარ. ამ დროს ყველაფრის აღქმა სხვანაიარია. ვიყურები მანქანის ფანრჯიდან. შუშიდან. მინები აწეულია და გრილა. რატომ არ რთავს ყველა კონდიციონერს ამ სიცხეში? ჯიპი ჯიპი ჯიპი... ძალიან ბევრი ჯიპია, ისედაც ამ მანქანათუხვ ქალაქში. შუქნიშანზე გვერდზე მდგომი მანქანის ფანჯარაში ვიხედები. საჭესთან ქალია. დავიძარით. კიდევ ერთი ჯიპი. კიდე გავიხედე ავტომატურად. იქაც ქალი. შემდეგი მზერა უკვე მიზანიმართული იყო. ისევ ქალი დამხვდა. ცოტა გამოვფხიზლდი. ფიქრებში იუმორი შეერია. და ცოტა ფანტასტიკა. 'ახლა რომ გავიხედო და ქუჩაში მარტო ქალები დავინახო. უეცრად ქალების ქალაქად რომ იქცეს აქაურობა.' ჩემ ფიქრზე მეღიმება და ვიშმუშნები. არც ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ცოტა "ჟუტკიც" კი. ფილმი მახსენდება - "დაწნული ადამიანი". ნიკოლას კეიჯი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს, კუნძულია მხოლოდ ქალებით დასახლებული. ისეთი ფილმი იყო, მა...