მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასაწყისი

ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს არ არის ნამდვილი ეს რომც გამრავალფეროვნდეს, აქ ყოველი დღე და საღამო ახალი და საინტერესო ადამიანებითაც რომ აივსოს, მაინც არ იქნება ეს ნამდვილი. ნამდვილი იქნება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს ვერ ამოავსებს (ეს ნაწილი თავისი მონაწილეებიანად ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო, მნიშვნელოვან და მზიან ნაწილად დარჩება ჩემი აქ ყოფნისა). :": The truth is... we were much too young Coop island ჩავრთე. Coop island blues . სადღაც აქ ცენტრში, სადაც ძირითადად ვმოძრაობ, რაღაც წარწერაა - scoop. ისიც კი არ ვიცი, მაღაზიაა, კაფე თუ რამე დაწესებულება. უბრალოდ თვალში მხვდება ჩამოსვლის დღიდან და ამ სიმღერის ასოციაციას მიჩენს მომენტალურად. მერე ცოტა ხანი ვღიღინებ ხოლმე. ან არც. გააჩნია ამინდს და განწყობას. დღეს, azercell-ში მორიგი სტუმრობის შემდეგ ისევ ამ გზით მომიწია წამოსვლა და ისევ გამახსენდა ეს სიმღერა. ხოდა, როგორც ჩანს, მერესთვის დაასეივა გონებამ. ჩცდ-ს ყურებას მოვრჩი, უცებ საოცრად გამიჩნდა წერის მოთხოვნილება. თან ამის ფ...