მარტოობის 28 დღე. მეორე კვირის დასასრული

უკვე მეთხუთმეტე დღეა აქ ვარ. ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდი და ადგა და თავზე დამეცა.

ხოდა ახლა მიჭირავს ეს ოცნება ხელში, ვატრიალებ აქეთ იქით და ვერ გამიგია, ეს მინდა მართლა, თუ შემეშალა?

მაინც ძალიან მადლობელი ვარ ამ თავზე დაცემის, იმიტომ რომ
  1. ხანდახან აუცილებელია საკუთარ თავთან გარკვეული ხნით მარტო დარჩენა, რასაც ფაქტობრივად ვერ ვახერხებ(თ) სამშობლოში ყოფნისას და ამის საშუალება მომეცა
  2. დამანახა რისი კეთება მომწონს, მსიამოვნებს და მინდა
  3. დამანახა, რისი კეთება კატეგორიულად აღარ მინდა (ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა ბევრად უფრო ცხადი გახდა)
  4. გავიცანი (ამ ეტაპზე) რამდენიმე ძაალიან კარგი ადამიანი (კერძოდ, ერთი ფანტასტიური ოჯახი)
  5. დავინახე, რომ საკმაოდ განვითარებულები ვართ 
  6. გამახსენდა, საიდან მოვდივართ (და მიხარია, რომ იქ აღარ ვართ)
  7. დამანახა, რა მყვარებია 
  8. კიდევ უფრო მძაფრად დამანახა, რა მაკლია

მაგრამ
  1. საკუთარ თავში გარკვევა მაინც არ ყოფილა ადვილი
    • შეიძლება, მარტო ყოფნის გამო საკუთარი სურვილების და აზრების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინო, რაც შედეგად მოიტანს
    • არასწორ გადაწყვეტილებას
    • არასწორ ქცევას
    • არასწორ მოლოდინებს
    და ა.შ. 

    მოკლედ, მარტივი არ არის, მაგრამ გარკვეული დოზით კარგია, საჭიროა, სასარგებლოა და საამოც :)

    პ.ს. წინ კიდევ 14 დღეა და 1 მისაღები გადაწყვეტილება :)

    Comments

    Popular posts from this blog

    14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

    ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

    ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..