ფიქრნი ვაპიანოდან სტარბაქსამდე, ანუ ღვინიდან ყავამდე.

შესავალი, ანუ ბლოგის მაინსპირერებელი საკუთარივე პოსტი: მარტო კაცი სულაც არ არის ჭამაში ცოდო. ყოველ შემთხვევაში, მე სულ მიყვარდა მარტო ჭამა. და რომც არ მყვარებოდა, ბაქოში ჩამოსვლის მერე შევიყვარებდი, რათა არ მომეწყინა. სპაგეტი ბოლონეზეზე მეფიქრება 3 დღეა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ორგანიზმი მთხოვდა ამ გემოების კომბინაციას და რადგან ფარში და ხორცის მანქანა არ მქონდა , მოვიცალე და იტალიური სამზარეულოს გერმანულ ქსელს ვეწვიე ბაქოში. რაღაცნაირი, ფილმური სიტუაციაა va piano -ში. არ ვიცი, განათებამ გამოიწვია, უფრო სწორად დაბნელებამ (მოსაღამოვებულა ამასობაში), საღამოსკენ ხალხის მატებამ და ამით გამოწვეულმა რაღაცნაირმა მყუდრო ფონურმა ხმებმა/ხმაურმა, რომელიც ასეთი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მუსიკამ, რომელიც თითქოს რაღაც ვიდეოს გმირად გაგრძნობინებს თავს, თუ მაინც უბრალოდ იტალიურმა წითელმა ღვინომ... ან იქნებ, ყველაფერმა ერთად? ან იქნებ იმის ბრალია, როგორც იქნა სამუშაო კვირის ბოლო რომ დადგა, საქმე და საჩქარო არაფერი მაქვს და თავს უფლებას ვაძლევ, გარეთ ვივა...