ყავა და... კულიჩი
07:55 ასეთ დროს გარეთ კი არა, ძილიდანაც არ გამოვსულვარ რამდენი ხანია. რა სხვანაირია ასეთ დროს თბილისი. და ალბათ ნებისმიერი ქალაქი. თბილისის მერე პირველივე ბათუმი წარმოვიდგინე. როგორია ნეტა ბათუმის ქუჩები ასეთ დროს? ჩვენთან ხომ ყველა და ყველაფერი გვიან იღვიძებს. იყო დრო, დილის 8 საათზე უკვე ანტრეში, ყავის რიგში, დიახ რიგში ვიდექი ხოლმე. თუნდაც რამდენიმე კაციანში. მე და 2-3 უცხოელი, ან იშვიათად - 1-2 ჩემნაირი ქართველი, რომელიც ამ დროს უკვე სამსახურში მიდიოდა. ასეთ დროს, ცხადია, სხვა არაფერი იყო ღია. ჩემი სამსახური კი - ძალიან შორს. თუ ცოტა ადრე მივიდოდი, ანტრეშივე ვასწრებდი საუზმეს. თუ არა - ცხელ-ცხელი ყავა და შოკოლადის პლიე თან მიმქონდა. კვირაში 3x ასეთმა საუზმემ ამაკრეფინა +3კილო, როგორც მახსოვს. და თუ მანამდე ყველაზე დაბალი წონის A4 ფურცლის ზომას მადარებდნენ სისქეში, მერე დაახლოებით მუყაოს საქაღალდის მასალის სისქემდე ავედი. მგონია, წინა ცხოვრებაში იყო ეს ყველაფერი. ადრე, ასევე წინა ცხოვრებაში მიყვარდა ხანდახან კვირა დილის, ადრე დილის თბილისი. კვირას მით უმეტეს, კიდევ უფრო გ...