შობა ღამის შავი ჩაი

 კი, ჯადოსნური დღესასწაულია. 

ახლა დილის 6 საათი ხდება. შობა დაღამდა და მეორე დღე თენდება უკვე. ფილმი დამთავრდა, "Noel". ბოლოსკენ მივხვდი, რომ ნანახი მქონდა ოდესღაც. თავიდან, ყურება რომ დავიწყე, სხვა ფილმს მივამსგავსე. ნამდვილად არის რაღაც პარალელები და ვფიქრობ, Love actually რიმეიკი თუ არა, ოდნავ მაინც არის გადამღერება ამ ფილმისა. ყოველ შემთხვევაში, რეჟისორი ნამდვილად იყო ცოტათი ინსპირირებული Noel-ით. 

ვიტირე რამდენიმე მომენტზე, განსაკუთრებით ბოლოს. ემოციური ფონი ისედაც გამძაფრებული მქონდა გუშინ ღამიდან დაწყებული, დღევანდელით გაგრძელებული და ეს ფილმი ყველაფრის დაგვირგვინება და კულმინაცია აღმოჩნდა გამთენიისას. 

კი, ნამდვილად სიყვარულის და სიკეთის დღესასწაულია. და კიდევ პატიების. შენც უნდა აპატიო და შენც გაპატიონ. თუ რამე სათქმელი დაგრჩა, თქვა, არ დამალო. თუ გეტირება - იტირო. თუ გეცინება - იცინო. არ შეგრცხვეს არც ემოციების, არც გრძნობების და არც მათი გამოხატვის. 

და ახალი წელი სრულიად ახლის და კიდევ უფრო კარგის მოლოდინით უნდა დაიწყო. ისევ უნდა გჯეროდეს რეალური სასწაულების და დარწმუნებული უნდა იყო, რომ მომავალ შობას ზუსტად ისე  შეხვდები, როგორც ჩაიფიქრე. 

შობას გილოცავთ

პ.ს. ღამის 12 საათზე სტუმრად მყოფმა არ უნდა დალიო მუქი შავი ჩაი. მაგრამ არა უშავს, ხვალ, ანუ დღეს შაბათია :) 


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..