ხანდახან

ხანდახან უბრალოდ უნდა მოდუნდე. ჩაი დაისხა, დედას გამოტანებული "შოკოლადის ძეხვი" მოიჭრა, ტახტზე მოთავსდე ფეხმორთხმული და რამე საყვარელ ფილმს უყურო, აი ისეთს, თან რომ გაღიმებს და შეიძლება სულ ცოტა გატირებს, მაგრამ ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებს, პირიქით. 

ხანდახან, როცა აღმოაჩენ - თავისუფალი დრო გაქვს, უბრალოდ უნდა მოდუნდე. არც სავარჯიშოდ წახვიდე, არც ფეხით სასიარულოდ, არც მეგობრები მოიწვიო და არც შენ გავარდე სადმე, არც ვინმეს შეხვდე, არც იმუშაო, არც იმეცადინო, უბრალოდ შეირგო ჩაი და თავისუფლება. და გაიხსენო, რომ ბედნიერება ხანდახან ასეთ უბრალო დეტალებშია.




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..