შეჯამება არა, უბრალოდ ბოლო პოსტი ამ წელს :)

სთორებს არ ენდოთ! :) არც საკუთარ წარმოსახვას. ზოგადად, დასკვნებს ხომ საკუთარ ცოდნაზე, გამოცდილებაზე, ვარაუდებზე და ხანდახან ინტუიციაზე დაყრდნობითაც ვაკეთებთ? იმ ცოდნაზე, რაც გაგვაჩნია. მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით რაღაც. ან შეიძლება ვიცით კიდეც, მაგრამ რაღაც - არც ვიცით. ხოდა ნახავ სთორის, რომელიც უამრავ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს. არანაირი მინიშნება, მხოლოდ ფაქტი. და წავიდა მერე შენი ვარაუდები. აჰა, ოკ. ახალი წელი მოდის. სად შეიძლება წავიდეს ამ დროს ადამიანი? გამოგაქვს დასკვნა შენი ფონური ცოდნიდან გამომდინარე და ვარაუდებზე დაყრდნობით. თუმცა, სადღაც უშვებ კიდეც, რომ ცდები. ან არ უშვებ. ამ დასკვანაზე აგებ შემდგომ მოვლენებს. წაგიღებს ფიქრები, ვარაუდები და აი, უკვე 1 იანვარია, შენ სახლში ხარ, გვიანი საღამოა, მეგობრები მოვიდნენ სტუმრად და ზარია დამაფონზე. პასუხობ. გეუბნება, რომ კურიერია, არა და კურიერს არ ელოდები. მხოლოდ კიდევ სხვა მეგობრებს. ფიქრების ერთ ვერსიაში აივნიდან იყურები გადასამოწმებლად, ვინმე ხომ არ ლამობს შემოპარვას სადარბაზოში, მაგრამ ეს ისეთი ვე...