Posts

Showing posts from July, 2025

დრო. რეცეპტები და აგვისტო, როგორც კვირის საღამო

Image
 აი ასე მინდა, მთელი აგვისტო გავატარო მეთქი, მივწერე მეგობარს და ეს ფოტო ჩავუგდე. ოღონდ წინ გაშლილი ლეპტოპი მხოლოდ არასამუშაო და მხოლოდ სიამოვნების მიზნით უნდა იყოს ჩართული. მთელი აგვისტო კი არა, ისე გადავიღალე, ალბათ ორი თვეც მშვენივრად გავატარებდი ასე. დღეს კვირაა და საერთოდ ვერ აღვიქვამ. იმიტომ, რომ დილიდან ვმუშაობდი. კვირა კი არა, რა დღეა, იმას ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ჩემ თავს ვეუბნები, ცოტაც, ცისია, ცოტაც, ზუსტად 6 დღე და მორჩა, მერე მართლა ყველანაირად უნდა დავისვენო. ახლაც უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ნახევარი დღე და დარჩენილი საღამო მაინც უნდა შევირგო. არ მივეკარო საქმეს. თუმცა, სხვა, ამ ეტაპზე მთავარი საქმის გადადება მაინც არ გამოდის, ცოტა აზრზე მოვალ, ცოტა თავის ტკივილი გამივლის, ცოტა დავისვენებ და წავალ რუსთაველზე ... იმიტომ, რომ შემდეგ დღეებში ვერ წავალ.  ისე, ზაფხული ასეთია. სულ ელოდები, ელოდები, ფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა გააკეთო / მოასწრო. ახლაც, მგონია, აი ყველაფერს მოვრჩები და მერე უნდა მოვიფიქრო, რას ვიზამ "ზაფხულში". არა და ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, აღმოვა...

სამი მამაკაცი და გვიანი საუზმე

რამდენი ხანია, რამის დაწერა მინდა. ხან რის, ხან რის. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა იდეა თუ იმპულსი მოდის. მაგრამ აი ახლა, როგორც იქნა მივეცი ჩემ თავს დრო და უფლება, რომ ლეპტოპი არა საქმის გასაკეთებლად, არამედ საწერად გამეხსნა, გავხსენი ბლოგი, ახალი გვერდი და .... სუფთა ფურცლის დანახვამ უცებ შემაშინა. და რა თქმა უნდა, ცისია რისი ცისიაა, რამე ციტატა რომ არ გაახსენდეს, ფილმიდან, წიგნიდან, სიმღერიდან, ლექსიდან. ხოდა აჰა - "კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და არ მახსენდება, სხვა დროს თავგზა დაებნია. ეტყობა, სანამ წინა ნაბიჯები გავიარე და ეს ფურცელი გავხსენი, რაღაცეები გაიფანტა.  რაც იქნება - იქნება. რაც გამოვა - გამოვა. ვითომ სხვა დროს ხვანაირად ვწერ, რა :) როგორც წესი, თვითონ იწერება რაღაცეები და ხშირად, დაგეგმილს სრულიად გადავუხვევ ხოლმე.  სანამ ამას ვწერდი, ამ მშვიდ და მყუდრო კაფეში სამი მამაკაცი შემოვიდა, აი მამაკაცი - ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამებოდა. არც უარყოფითს ვამბობ ამით რამეს, არც დადებითს. მაგრამ ძალიან დაარღვიეს სიმყუდროვე. მაგრამ შემოვიდნენ, შეუკვეთეს და გ...