დიახ, ეს არის Ally Mcbeal, მთავარი გმირი ამავე სახელწოდების ამერიკული სერიალისა, რომელზეც სიოზულად "შემჯდარი" ვიყავი სიტყვა "სერიალი" ნუ დაგაფრთხობთ, это не то, что вы думаете :) მე ვუყურებდი ერთ-ერთ გერმანულ არხზე - VOX, შესაბამისად - გერმანულ ენაზე თარგმნილსა და გახმოვანებულს. რამდენიმე წლის წინ. რომელი წელი იყო არ მახსოვს ზუსტად... ალბათ 3-4 წლის წინ?! "ტონკი" იუმორით და რა ვიცი... კარგი რაღაცეებით იყო გაჯერებული და ყოველ სამშაბათს ღამე, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, 2-ის წუთებზე სახლში ვჩნდებოდი, რომ მეყურებინა. ხომ არ ვცდები? ჩვენი დროით 01:15 იწყებოდა, თუ 02:15?!... ნუ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მე ცოტა გვიან ჩავერთე, სულ მგონი 5 სეზონი იყო და მე მეხუთეს მივუსწარი. შემსვეს, რა და ასე ვიჯექი სამშაბათობით ღამე გაღიმებული, სავარძელში, ხშირად - შოკოლადით ხელში, გვერდზე პულტით, წინ ტელევიზორით და მეორე გვერდზე ან ხელში ტელეფონით... რა თქმა უნდა სხვა ყველას ეძინა... კარგი პერიოდ/ებ/ი იყო... :) მენატრება... бывает...