"სეტყვს" :)


სულ სხვა რაღაცეების დაწერა მინდოდა და მეზარება თუ განწყობა არ მაქვს,
არა, განწყობა თავისთავად გადასარევი მაქვს, კარგად ვარ, საკაიფოდ, ბოლო დროს საერთოდ რაღაც ძალიან ლაითად ვარ და კარგად, კონკრეტული და განსაკუთრებული მიზეზების გარეშე და ეს კარგია

ხოოოო

და ეხლა რა ამინდია?! :) არჩვეულებრივი! ისე წვიმს რომ ლამის მინა გატეხოს სეტყვამ, კი არ წვიმს, - "სეტყვს" :D
და მაგრა მისწორდება. თუ არც გადაიღებს, რა :D 3 წუთში სახლში ვიქნები ფეხით :) მართალია გავილუმპები თავიდან ფეხებამდე, მაგრამ ეგეც გამისწორდება

წვიმის სუნი დადგა ჩვენს ოთახში, მართლა, და რაღაცნაირი სიმყუდროვე, დილისგან განსხვავებით. დღის პირველი ნახევარი საშინელი საგიჟეთი იყო, სტრესული და დაძაბული და ნერვების მომშლელი. მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვედი მდგომარეობიდან და ბოლომდე მივიყვანე საქმე და მერე დამსახურებულ შესვენებაზე გავშპი თანამშრომელთან ერთად :)
უკანა გზაზე საჩუქარიც ვიყიდე. როგორ მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, უმიზეზოდაც და მიზეზითაც :)

და ეხლა საქმე აღარ არის, მეილები შევამოწმე და საკაიფო რაღაცეებიც ვიპოვე და დავაგზავნე და ვაყურებინე და მეც ვიხალისე და სხვებიც ვახალისე და ა.შ.

კაია დადებითი ემოციები
მიყვარს


იცით რა ხდება ვაჟაზეეე?! ეხლა გადავიხედე, მეშვიდე სართულიდან გადასარევად ჩანს დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, შემიძლია გავაშუქო :D
საოცრებაა, მანქანები საერთოდ ვერ იძვრიან, ნუ, რა არის ისე, ეს, ერთი წვიმა და პარალიზებულია ქალაქი, ნიაღვარი მოდის მართლა, ამ სწორ ქუჩაზეც კი, არაფერს ვამბობ აღმართებზე :D


ეხლა ვიძახდით, ნიაზის ნავი გვინდაო! ვიღაც შემოვარდა მერე ოთახში: არც თქვენ გყავთ ნოეო?!


იცით რა მინდა?! "არ მინდა ბევრი, მინდა რომ მქონდეს გემიიიი" :)

Comments

Anonymous said…
არა გენაცვალე, გემი არ მინდა, არც ნავი და არც კატერი:-)
ჰამაკი მიერჩევნია და კარგი წიგნი. მსუბუქი, საპლიაჟო. (დოსტოევსკის და დალაი ლამას ნუ შემომთავაზებთ:-):-):-))

მე მაგ დღეს, შენ რომ მოიხიბლე ცის, ძალიან მეშინოდა. ისე ქუხდა მთელი საღამო, მეგონა ფანჯარაში შემომივარდებოდა მეხი საბოლოოდ.

მიყვარს წვიმა, ოღონდ მაშინ როცა მვიდად და გასაგრილებლად წვიმს ჭექა-ქუხილის გარეშე

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..