:)

მოკლედ, დავბრუნდი, ნასიამოვნები, გაღიმებული და დადებითად დამუხტული, რაც იმედია დიდი ხანი გამყვება :)

არაჩვეულებრივი 10 დღე იყო და ერთ - ერთი საუკეთესო დასვენება და შვებულება
ბეეევრი სიცილითა და ხუმრობით, მხიარულებით.
მეგონა პასიურად დავისვენებდი, ისე ვიყავი ყველანაირად გადაღლილი და გამოცლილი, მაგრამ....

სულ სადმე წასვლა მინდოდა, სახლში საღამოს არ ვჩერდებოდი, პირველვე დღეს ჩასული, დილის 7 საათზე გაღვიძებული ღამის 11 საათზე ატრაქციონების პარკში წავედი/თ :D სადაც მართალია ვიჯექი მხოლოდ.................................... სკამზე :D მაგრამ მაინც კარგი იყო :) ერთადერთი სადაც დაჯდომის სურვილი გამიჩნდა, ეშმაკის ბორბალი იყო და იქაც არავინ გამომყვა, სიმაღლის ეშინოდათ :Dმე კი 8 წლის წინ ჰამბურგში "გორკებ"ზე მიღებული შთაბეჭდილება დღემდე გამომყვა და აღარ მქონდა სურვილი მსგავს ატრაქციონებზე დაჯდომისა :) თან მაშინ პატარა ვიყავი მაინც :)

კიიიდე გვქონდა ქართული სიმღერის ერთი საღამო გიტარის თანხლებით ჩვენს არაჩვეულებრივ აივანზე, ჩვენი ბავშვობა- ახალგაზრდობის თითქმის ყველა სიმღერის (არაქართული) გახსენების საღამო კვარიათის ბუნგალოში, თითქმის ზღვასთან მდგარი მაგიდის გარშემო :D ძაააალიან მაგარი საღამო :D ფილმების დასასრულს მაგონებდა ეს, შორიდან რომ შეგეხედათ... :)

კიდე 2 საღამო ბათუმში

ლიტ-კაფე გონიოში

საღამო კვარიათში, სასტუმროს ბუნგალოში, ნატოსთან, ჩაბჟირებამდე სიცილში გატარებული (ნუ, ძირითადად ასე ვიცინოდით, სულ ხუმრობის ხასიათზე ვიყავი/თ) :D და მაგარია ხალხიც რომ ამყოლია გარშემო და რომ ესმის HUMOR :D და მართლა გულით რომ შეგიძლია იხალისო თუნდაც სისულელეებზე და თან რომ ვეღარ ჩერდები, პირს აღებ და მოდის და მოდის :D

ღამე სახლში 2-3 საათზე დაბრუნებულები ერთმანეთს ვეკითხებოდით ხომ არ გეძინებაო და ყოველთვის იყო 2- 3 კაცი, რომელიც უარყოფითად პასუხობდა ამ კითხვას და მერე კიდევ 1-2 საათი ლაპარაკში და სიცილში ვატარებდით ვერანდაზე ღამეს და დილით (როგორც წესი კარგი ამინდი იყო ხოლმე) მაინც ვდგებოდით ადრე და არც შუადღისას ვიძინებდით

კიდე იყო სხვა ბუნგალოებიც, ჩემი დაბადების დღის შეხვედრა არყით და ა.შ. და წინა დღეს აღმოჩენილ ბარში დაბადების დღის აღნიშვნა.

ამ "წინა დღეს" კვარიათიდან ვბრუნდებოდით და Pink Floid-ის ხმა მოგვესმა ერთ-ერთი ბარიდან. ცოცხალი შესრულება იყო. სასწრაფოდ შევცვივდით. სამზარეულო აღარ ჰქონდათ და ბიჭებიც მალე ამთავრებდნენ დაკვრას. 2 სიმღერას ვუსმინეთ და წამოვედით გადაწყვეტილებით - ხვალ, ანუ ჩემს დაბადების დღეზე და თან ჩემთვის ბოლო დღე იყო, აქ უნდა მოვსულიყავით

აი, ამ ბიჭების დამსახურებით მართლა ერთ-ერთი საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩესმს ცხოვრებაში :D არაჩვეულებრივად მღეროდნენ ერთმანეთზე უკეთეს სიმღერებს, ისეთებს, ჩვენ ყველას რომ ძალიან გვიყვარს, გემოვნებით შერჩეული პროგრამა და შესანაიშნავი შესრულება გემოვნებიანი და საუკეთესო კომპოზიციების :)
ტაში და ღიმილი ;) :) არ დაგვნანაებია. ბოლოს სხვებიც ავიყოლიეთ და წამოსვლის წინ მადლობაც გადავუხადეთ :D

ეს იყო ბოლო საღამო

მეორე დილით ორნი წამოვედით ძალიან გულდაწყვეტილები :( გაცილებაც იყო, კამერითაც დაფიქსირდა ეს ყოველივე, მაგრამ აქაც შევძელით მხიარული ნოტების შეტანა :D

მოკლედ, კარგი მოგონებებით და დადებითი მუხტით სავსე დავბრუნდი. მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა, ვერც თბილისს ავიტანდი და ვერც სამსახურს, მაგრამ ადაპტაციის საოცარი უნარი აღმომაჩნდა და თან გამოყოლილი ღიმილი... :)

ზაგარი!!!! ვგიჟდები ზაგარზე და რა ვქნა :D მინდა მთელი წელი ასე გამოვიყურებოდე :D ძალიან თვითკმაყოფილებაში ჩავვარდი :P

მოკლედ, დაისვენეთ ხალხო, ეს საჭიროა, დაისვენეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც პრობლემას არ შეგიქმნით, ვინც აგყვებათ და ვისთანაც კარგად გრძნობთ თავს!

მეგობრები მაგარი რამეა, ძალიან! ხომ წაიკითხავენ ახლა ამას ჩემები! ხოდა ძალიან მიყვარხართ ყველანი! აი, ძალიან! :) უძალიანესად! :)

Comments

Anonymous said…
ელის, ვგიჟდები შენ წერილებზე, ვკითხულობ და ვკითხულობ, როგორ შეგიძლია ესე წერა?

იცი მეც ვიყავი ატრაქციონებზე და ყველა ატრაქციონზე ვიჯექიო, ზოგიერთზე კი ორჯერ. როგორ მაკლია ხო?:)
© said…
აუ ბუდულიიი! :)

ჯერ ერთი რომ ვგიჟდები ისე მიხარია რომ მეუბნებიან კარგად წერო და თან ასეთი ხალხი :)

დაააა... რა მაგარი ხარ რომ იჯექიიი! რა გაკლია, გადაირიე?! მე ერთი-ორზე კი დავჯდებოდი სიამოვნებით, მაგრამ ჩემი ვესტიბულარული აპარატი ასეთ გამოცდებს ვეღარ იტანს :)
აი, რომ დავწერე ჰემბურგში ვიჯექიმეთქი, მაააგრა ვისიამოვნე, უმაგრესი გორკები იყო და უექსტრემალურესი, ხომ წარმოგიდგენია იქაურ ლუნა პარკში რა იქნებოდა :D ხოდა მაგარი იყო, მაგრამ იქიდან რომ ჩამოვედი, ვეღარ დავდიოდი, ბოლოს ხელში აყვანილი მატარეს გარკვეული პერიოდი :)

ასე რომ აღარ ვრისკავ, თორემ სიმაღლის შიში იმდენად არ მაქვს, არ მესიამოვნება, ვიცი

მაგრამ აი კამიკაძეზე და მისთანებზე რამ დაგსვა ადამიანო!? :D მაგარი ხარ ძალიან! საღოლ! :)
Anonymous said…
ეჰ, ჩემო ალის, კარგი იყო მართლაც. მშვენიერი, ჩინებული:-):-):-)

პროსტა რა სისწრაფით დასრულდა რაააა. არ შემიძლია კარგი რაღაცეების მალე დასრულება ხოლმე.

აუ, ტალღებში რომ შევიჭერი კარგი მოცურავესავით და სისხლისგან დაცლილი რომ გამოვფორთხდი უკან გახსოვს? :-):-) აუუ, რა კაი იყოოოოო:-):-) ჰააარც:-) და იიიის? სინქრონული ცეკვა კამერებით?:-):-):-)

და კონოსცენარი სათაურით შარდი ბოთლში? :lol: :lol: :lol: და მისი გაგრძელება ვაზვრაშენიე შარდა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: აუუუუუუუუ, ვგიჟდები ეგეთ უიდიოტურეს გართობაზე :lol: :lol:

მარა კიდე იქნება კაცო. აი ამ ზამთარს კუბაზე რომ წავალთ, მერე ნახე შენ ჩვენი კუბოკრული თავგადასავლები:-):-)
ketketa said…
აუუუუუუუ, რა მაგრები ხართ, ქალებო!!:):))))))))))))))

კუბოკრულებოოოოოო:))))))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..