სველი მუსიკალური ლოგიკა
უხერხული სიჩუმის დასარღვევად ამინდზე ვისაუბროთ :)))) სიჩუმის კი არა და გადავირიე, ჩვეულებრივ მოვლენად, მზიანი დღის ყოველდღიურ ლოგიკურ დასასრულად იქცა ეს წარღვნის მსგავსი წვიმა. ხანდახან მგონია, რომ რაღაც ხდება. რამდენიმე დღის წინ, შინ გაურკვეველი ძალებით მშრალად დაბრუნებულს და დაძინებულს გვიან ღამე გამეღვიძა. ხმაურმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კი არ წვიმდა, ვიღაცას დიიიდი წყალსაცავი აეღო და ღვრიდა. თან, რა თქმა უნდა, შემზარავად ქუხდა და ელავდა. ფობიები არ მაქვს და არც უაზრო შიშები მქონია ოდესმე. მაგრამ უკვე მაშფოთებს ეს ამინდი და ძალიან არ მომწონს ეს ჭექა-ქუხილი. გამოგიტყდებით და ცოტა მეშინია კიდეც. კონკრეტულად - მეხის. რამე ალოგიკურს ვამბობ? შაბათს მაგალითად სამჯერ დაეცა ანძას. პირველწყაროდან ვიცი, ახლობლისგან, რომელიც იქ მუშაობს და იმ დროს იქ იყო. ნუ, ანძამ გაატარა მაგრამ ყველაფერი ხომ არ ატარებს... მოკლედ, ახლაც ახალი შემოსული ვარ სახლში. მეგობარმა ვერ გავიგე რა მიზეზით და რა ლოგიკით მანქანის წინა ფანჯარა ნახევრად ჩამოწეული დატოვა. შედეგად მივიღეთ სრულიად გაჟღენთილი წინა სკ...