especially for Marusja oder «Прощай, оружие!» :)

მოგეხსენებათ (უმეტესობას), რომ რამდენიმე თვეა ქალაქის ტრ...ში გადმოვიდა ჩვენი ოფისი. ამის იქით აშკარად აღარაფერია. მაქსიმუმ - ტურები ღამე.

ჩვენს გვერდით ორი პრესტიჟული დაწესებულების შენობაა და წინ - ერთი არანაკლებ პრესტიჟული სკოლა. ხოდა ქალაქის უკანალი ეძახე შენ ამას. ვიწრო შემოსახვევში მანქანების ტევა არ არის. მიკვირს, როგორ ახერხებენ კიდევ დაყენებას.

მოკლედ, "პეროიანი უკანალია", შეიძლება ითქვას :)

ხო, უნდა ავღნიშნო, რომ შენობა ეზოში დგას, სადაც ყვავილებიც არის, ბალახიც და მებაღე საკმაოდ კარგად უვლის ჩვენს ამ პატარა ”ედემს”. ორი კატა და ერთი ძაღლიც ბინადრობს საკმაოდ შეხმატკბილებულად.

მოსაწევად გარეთ გავდივარ როგორც წესი, განაკუთრებით კარგ ამინდში და განსაკუთრებით უსაქმურობის და/ან უინტერნეტობის ჟამს. კი, ასეთებიც ხდება. და როცა ამ ბოლო მოვლენას აქვს ადგილი, თანამშრომელთა მთელი მწეველი ნაწილი გარეთ ეფინება. ძირითადად ასე ველსამები(თ) (ერთმანეთს) - ”ვაა, ჩემი ძმა, ეფიცხები იამაიკის მზეს?!”
მერე მიდის იქ ლაზღანდარობა. ხანდახან - ბურთის თამაში. ხანდახან - ველოსიპედით სეირნობა ბილიკებზე... ფისოსთან თამაში... სიგარეტი სიგარეტზე.... მოკლედ, ხანდახან უშუქობა და კავკაზუსის გლობალური პრობლემები ადამიანთა გლობალურ დაახლოებას უწყობს ხელს.

ეს ისე, ზოგადი სურათის შესაქმნელად. და თან - ძალიან მოკლედ.

ხოოოდა ჩვენდა ბედად თუ უბრალოდ ისე, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მარჯვენა (ან მარცხენა, გააჩნია როგორ შეხედავ) ფლიგელში სასადილოა. არც ისე პატარა. და გვერდზე მდებარე 2 ოფისის თანამშრომლები და წინ მდებარე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქ მოდიან ხორციელი საზრდოს მისაღებად. ყველა დაწესებულებას თავისი კვების დრო აქვს და ნელ-ნელა ავაწყეთ ჩვენც ჩვენი გრაფიკი. შეიძლება მათი ორგანულ-ბიოლოგიური საათი ერთი და იგივე დროს არ ამცნობთ შიმშილის შემოტევის შესახებ, მაგრამ ხანმოკლე და განსაზღვრული დროის შესვენება და მკაცრი პირობები ლავირების საშუალებას ნაკლებად უტოვებს მათ.
ასე რომ, როგორც წესი, ერთი და იგივე ხალხს ვხვდებით სასადილოში.

რაც ამინდები გამოვიდა (დღის პირველ ნახევარს ვგულისხმობ), ეზოს ერთ მხარესაც ( რომელიც სასადილოს ემიჯნება), ასე ვთქვათ ვერანდაზე დააწყეს მაგიდები და სკამები. იქ სადილი ხშირად ზღვაზე დასვენებას მაგონებს. ხანდახან გვავიწყდება, რომ სამსახურში ვართ. მზეა. თან სასიამოვნოდ გვაგრილებს ნიავი. წინ სიმწვანეა. ტიპიური მარტივი ზღვისპირა ბუნგალოს პლასტმასის მაგიდები და სკამები დგას. აი ისეთი, შუადღისას გახურებული რომ ადიხარ ზღვის მერე, სანამ სახლში წახვალ დასასვენებლად და ა.შ. ცივ ყავას რომ წრუპავ ან ნაყინით გრილდები. ხოდა ასე, სასტავიც შეიკრა ჩვენი, მუდმივად ერთად მოსადილეთა სასტავი. პერიოდულად ვინმე გვიერთდება პოდნოსით (ცხვირქვეშათი). და ასე გადის დრო. ჭამაში, მერე დესერტში, ლაპარაკში... ხანდახან საათზე მეტიც.... :)

კიდევ ერთი სიტუაციური დეტალი:

4 კაციანი სასტავი. გვერდით მდებარე შენობიდან. ნუ კარგი, დავასახელებ - მაგთიდან :) ყველასგან გამორჩეულები. განსხვავებულები. მაშინვე ხვდები - ევროპეიდული რასის წარმომადგენლები :) უფრო კონკრეტულად - ვფიქრობ, სკანდინავიური ქვეყნებიდან... 3 ახალგაზრდა ბიჭი ( კაცი?! :) ) და ერთი ახალგაზრდა გოგო :)

მოდიან დაახლოებით ერთი და იმავე დროს. ჩვენი შიმშილის დროები აქ იკვეთება. ჩუმად იღებენ პოდნოსებით თავიანთ საჭმელს და ასევე უხმაუროდ იქცევიან მთელი სადილის განმავლობაში. შეიძლება ლაპარაკობენ კიდეც, მაგრამ წყნარად. გუშინ დავაკვირდი - ბოლომდე არ ჭამენ ( :)))))))))))))))))))))) )
მერე გადიან გარეთ, იქ სხდებიან და ეწევიან :) მიუხედავად იმისა, რომ შიგნით მოწევა ნებადართულია. აი, რას ნიშნავს სისხლში გამჯდარი ეთიკა... სხვებს არ უშლიან ხელს...
ყველა ასე თუ ისე სიმპატიურია. გოგოა ცოტა невзрачная... და ბიჭებიდან ერთი - განსაკუთრებით სიმპატიური. ბრინჯაოსფერი ტალღოვანი მოკლე თმით, მაღალი და ძალიან კარგი სპორტული აღნაგობით. აი ისეთი, უბრალოდ კარგი ფიგურა რომ აქვთ და რომ ინარჩუნებენ ასე თუ ისე ჯანრმთელი ცხოვრების წესით (სიგარეტი არ ითვლება :)))) )

მარიიიიკააააა! ნუუუუ?! გეცნო სიტუაციააა?! ;) :)))))))))) მაგრად ვიკაიფე, ერთ მშვენიერ დღეს ეს მსგავსება რომ აღმოვაჩინე ორ სიტუაციას შორის... ერთი გოგო აკლიათ, და ეგ არის :))))

ხოდა... ჩვენგან ბევრი გაუშვეს, ბევრი წავიდა, ბევრი კიდევ წავა... ძალიან ბევრიდან ძალიან ცოტანი დავრჩით. უკვე აღარავინ რჩება თითქმის, ვისზეც გული დამწყდებოდა. თითო - ორი, ვისთანაც ისედაც ბუნებრივია გავაგრძელებ ურთიერთობას და ამისთვის ეს სამსახური არ მჭირდება.
მოკლედ, მივდივარ. 1 ივლისიდან თავისუფალი ვარ ჩიტივით :) და მერე ცოტა ბუნდოვანებითა და მეტი შანსებით მოცული გაურკვეველი მომავალი მელის :)

აი, ასე

იმ დღეს ვეუბნებოდი ერთს, ლანჩის დროს ჩემი ”პაიოკით” მოვალ ხოლმე და ისევ შენთან ერთად დავჯდები მეთქი სასადილოში, რომ ამ ”მზეჭაბუკს” ვუყურო ხოლმე :)

Comments

Marika said…
დაგვიანებული კომენტარი:

მეცნო სიტუაცია, еще как!
ვგიჟდები მაგ სცენარზე, საერთოდ. არამარტო იმ კონკრეტულზე, მე და შენ რომ გვეცნო :) არამედ, ზოგადად, კაფეტერიაში(ან მსგავს საზ.კვების ობიექტში :) სხვადასხვა სასტავის მოძრაობის სცენარზე, როგორც ასეთზე. და თანმხლებ ინტრიგებზე. ვგიჟდები.
რა ვქნა? მეც უნდა დავწერო ერთი ეგეთი წიგნი. რა დავარქვა? საზკვების ობიექტების როლი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში?
na ja..
წავედი, წავედი :))
Kalo said…
marika, cigns daarqvi "kolejis bufetshi katletis mchamelta, kampotis msmelta da shegebili tyemlis moyvarulta sazogadoeba" :-):-)an "kolejeli gogo-bichebis saxe hollywood-shi" - tema dacere da shens qartulis mascavlebels miutane, yopils - ra mouvaaa :-):-):-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..