სველი მუსიკალური ლოგიკა

უხერხული სიჩუმის დასარღვევად ამინდზე ვისაუბროთ :))))

სიჩუმის კი არა და გადავირიე, ჩვეულებრივ მოვლენად, მზიანი დღის ყოველდღიურ ლოგიკურ დასასრულად იქცა ეს წარღვნის მსგავსი წვიმა. ხანდახან მგონია, რომ რაღაც ხდება. რამდენიმე დღის წინ, შინ გაურკვეველი ძალებით მშრალად დაბრუნებულს და დაძინებულს გვიან ღამე გამეღვიძა. ხმაურმა გამაღვიძა. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კი არ წვიმდა, ვიღაცას დიიიდი წყალსაცავი აეღო და ღვრიდა. თან, რა თქმა უნდა, შემზარავად ქუხდა და ელავდა.

ფობიები არ მაქვს და არც უაზრო შიშები მქონია ოდესმე. მაგრამ უკვე მაშფოთებს ეს ამინდი და ძალიან არ მომწონს ეს ჭექა-ქუხილი. გამოგიტყდებით და ცოტა მეშინია კიდეც. კონკრეტულად - მეხის. რამე ალოგიკურს ვამბობ? შაბათს მაგალითად სამჯერ დაეცა ანძას. პირველწყაროდან ვიცი, ახლობლისგან, რომელიც იქ მუშაობს და იმ დროს იქ იყო. ნუ, ანძამ გაატარა მაგრამ ყველაფერი ხომ არ ატარებს...

მოკლედ, ახლაც ახალი შემოსული ვარ სახლში. მეგობარმა ვერ გავიგე რა მიზეზით და რა ლოგიკით მანქანის წინა ფანჯარა ნახევრად ჩამოწეული დატოვა. შედეგად მივიღეთ სრულიად გაჟღენთილი წინა სკამი. გადაჯდომა დამეზარა და შესაბამისად სველი ჯინსით მოვედი სახლში. სანამ ვიცვლიდი და ვშრებოდი, უცებ დავაფიქსირე, რომ ძველ ძალიან ნაცნობ და ერთ დროს არ გაგიკვირდეთ და საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი. და მივხვდი რატომაც (აქაც ლოგიკა): ამინდმა ქვეცნობიერად გამახსენა, ავტომატურად ვღიღინებდი და შეგნებულად ვდებ აქ. აი, ზუსტად ასეთი ამინდ(ები)ა ბოლო დროს ჩვენთან

Эта песня посвящается моим гостям из (некогда) солнечного Тбилиси





p.s. ისე, კურიერში ამინდის პროგნოზის ნაცვლად პირდაპირ ეს სიმღერა რომ გაუშვან ხოლმე, სრულიად საკმარისი იქნება. თან მათ ფორმატშიც (მხოლოდ ”შემზარავი ინფორმაციები!”) მშვენივრად ჩაჯდება :D

Comments

ნიკა said…
aaaaaaaaaaaaaa cisi zaaan magari iyo sagoool! ubralod ver mivxvdi romeli ufro magari iyo posti, simgera tu P.S. :) ram gagaxsena eg simgera, ki ara da magaria mokled :):):)
© said…
ჯიგარი ხარ ნაიიიიკ, რომ გაიხსენე და დაამუღამე :))))
ketty said…
ciskar, aha shen es simgera - me amas vgigineb 2 dgea:))

http://www.youtube.com/watch?v=ig3wEXGWp7g&feature=related

ise, momenatre:)
© said…
მე, ც :)

შენ გაიხარე ამ ლინკისთვის :))))))))) მაგრა ვიხალისე და მერე არ იცი მაგის წყალობით რა სიმღერებზე გადავედი და რაები გავჩითე :)))

მაგრა გავმხიარულდი დილიდან!

აუ ეს სიმღერაააა..... (ესეც ”შემომეპოვა” შენი ლინკიდან მოძრომიალეს :D)მიყვარს :D :D :D :D :D დაჟე პოსტი მაქვს მიძღვნილი აქ ადრე, შეიძლება გქონდეს კიდეც წაკითხული. აი ეს სიმღერა:
http://www.youtube.com/watch?v=2seJEwKPx7s&NR=1

:D
© said…
http://www.youtube.com/watch?v=prjCaJRksDw&NR=1

აუუუუუ, ესეც ნახეთ, რააა :))))) ეს იგივე სიმღერის სხვა ვერსია და კლიპია :)))))))))

ჩვენი ბავშვობააა...

ბნელი 80-იანები :)
Kalo said…
clipi udaod sakurieroa, cyali ar gauva :-):-):-)
da sheni posti saamindo :-):-);-)
da shen is qali xar,tevzi rom gaeqceva clipshi :-):-):-)
auu, clipi gamiucxovda uceb. vimeoreb da vmarcvlav :-):-):-)
clipi, hm, clipi :-):-):-)
clipi ara is :-):-):-)
© said…
:)))))
მიუღებლობა დაგემართა მაგ სიტყვის?! :))))

ისტერიულად იმეორებ?! :))) ახლა უცებ კივილი რომ დაიწყო: კლიიიიიიიიიიიიიიიპიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! :)))) - ასე :))))
ketketa said…
კიდობნის შენება უნდა დავიწყოთ, დღეისთვის ისეთი ტემპერამენტიანი წვიმაა გამოცხადებული:))))))))))
Marika said…
აუ, ძაან მაგარი იყო ყოველივე ზემოთ თქმულ-დალინკული!

ესაა ჩემი კომენტარი.



P.S. ვაიმე, კალოს კლიპი რომ გაუუცხოვდა, აი მაგან კი ბოლო მომიღო :D კლიპი, ჰმ, კლიპი. აააააააააააააააააააააააა
Marika said…
http://www.youtube.com/watch?v=yiioW5tcowo&feature=related

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..