პილატე, ლუის კეროლი, სიზმარი, შაკიკი, მე და სხვ.
უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ამის დაწერას ვაპირებ და მავიწყდება/მეზარება/ვერ ვიცლი/ვერ ვახერხებ. ჰოდა ასე გადავდებდი კიდევ საუკუნოდ, ჩემგან დამოუკიდებლად რომ არ გააქტიურებულიყო ეს თემატიკა ჩემ სამეგობროში. ნუ გააქტიურებულიყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირად საუბრობთ სიზმრებზე და სიზმრისეულ შეგრძნებებზე? არა, ალბათ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ის, რაც ბოლო დროს სულ მიტრიალებს თავში, ის ერთი-ორი დღეა აქტიურად განიხილება ჩემ ერთ-ერთ სამეგობრო წრეში: აღმოჩნდა, რომ ჩემ ერთ მეგობარს, კერძოდ კი კალოს, განუხორციელებია კიდეც ის, რაც მე ამდენი ხანია ჩაფიქრებული მაქვს (მაგრამ არა გახმოვენებული). კიდევ აღმოჩნდა (და ეს მისგან გავიგე), რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, წინა საუკუნის დასაწყიში განუხორციელებია რამდენიმე დიდ სურეალისტს. ჰოდა უკვე აღარ შეიძლებოდა, ზოგადად მაინც რომ არ შევხებოდი ამ თემას (მეგობრებო, მადლობელი ვარ თემის გააქტიურებისათვის და თქვენდაუნებურად სტიმულის მოცემისათვის - ბოლოს და ბოლოს დავმჯდარიყავი და დამეწერა). არა და აზრზე არ ვარ, რა დავწერო. უბრალოდ, ჯერ გეტყვით, რა მინ...