Shhh, Shhh... ;)

2-3 დღეა პერიოდულად მიტრიალებს თავში ეს სახელი, ბრედბერის მოთხრობის სახელი: Время в полёте твоём. აღმოჩნდა, რომ სხვა ვერსიაც არის, სხვისი თარგმნილი და შესაბამისად ოდნავ განსხვავებული, სახელიც ოდნავ სხვა - Время, вот твой полет. მე ის, პირველი მომწონს! Время в полёте твоём...

შინაარსი? არ მახსოვს. გადავიკითხავ, არ არის პრობლემა. ბრედბერის ხასიათზე ვარ. თუ განწყობაზე. მუსიკაც კი მესმის, როცა ამაზე მეფიქრება (ოღონდ ის მუსიკა არა, პოსტის ბოლოს რომ ისმის. პრინციპში, 2 ნაწილიანი პოსტი გამოვიდა. სხვანაირად დავიწყე და სხვანაირდა განვითარდა :) შეერია ცოტა სხვა ნოტები. თუმცა, плавно გადავიდა, ასე რომ - იყოს. ეს ბოლოს ჩამატებული კომენტარია, პოსტის გადაკითხვის მერე ჩამატებული. სათაურიც მერე დაიბადა, ბოლოს.).

სიმშვიდე. სიმშვიდე მიყვარს. ის, რომ მშვიდი ვარ, ერთია, მაგრამ მეორე ის არის, და ძალიან სასიამოვნო, უცებ საიდანღაც რომ მოვა და დარჩება, დიდი ხნით რჩება სიმშვიდე, შინაგანი და სითბოსჩამღვრელი. შენგან დამოუკიდებლად რომ მოდის (დაახლოებით 6 თვის წინ მოვიდა და დარჩა :) უბრალოდ პერიოდულად მავიწყდება, თვლემს, მაგრამ არის და როცა იღვიძებს და აქტიურად ფხიზლობს, განსაკუთრებით მაგარია. ბედნიერების ტალღებს იწვევს). შეიძლება რაღაცეები ისე არ იყოს, როგორც გინდა, მაგრამ სიმშვიდე მაინც რომ რჩება და ვარდისფერი სათვალიდან კი არა, რაღაც თბილი ოთახის და ბუხარში ანთებული ცეცხლის გარემოდან რომ უყურებ სიცივეს. და რომ მოგწონს. არ გცივა. გარეთაც გახვალ და არ შეგცივდება. ეს ბუხარი, ცეცხლი და "მერე რა, რომ ზამთარია", გადატანითი მნიშვნელობით ვიხმარე. თუმცა პირდაპირი მნიშნელობითაც რა მაგარია!...

რამდენ რაღაცაზე შეიძლება თქვა -'მერე, რა'...

გუშინ დილით გავიღვიძე შეგრძნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ეს შეგრძნებაც გამომყვა და დამრჩა. კონკრეტულად რამეზე კი არ ვამბობ. არა, ზოგადად, 'ყველაფერი კარგად იქნება შეგრძნება' გამომყვა სიზმრიდან.
სიზმრებს კი ძალიან აბსურდულს და უცნაურს ვნახულობ ბოლო დროს. ერთი პერიოდი, "სტივენ კინგის სიზმარიზაცია"ც კი დავამკვიდრე ტერმინი, ისეთი რაღაცეები მესიზმრებოდა. ნუ, ის მთლად სიმშვიდის გარანტი არ იყო :) ეს ისე, სიტყვამ მოიტანა.

Shhhh, Shhhh
It's, oh, so quiet....

until...

რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ უშლის ხელს გულიან სიცილს, მხიარულებას და ხანდახან - ცოტა არანორმალურ ქცევას -

You ring the bell, bim bam
You shout and you yell, hi ho ho
You broke the spell

- თუ გიღიტინებს და "გეანცება" (რა დალაგებულად ვწერ?!), თუ ჭინკები ჩნდება უცებ თვალებში, რატომაც არა?


and then...
Discover Simple, Private Sharing at Drop.io


Shhh, Shhh
It's nice and quiet
:)

Comments

Kate said…
"მერე რა" რაღაცასთან შეგუების გამომხატველია. ხანდახან ძალაუნებურადაც ამბობ ხოლმე.
"კარგი ჯანდაბას"-ის მსგავსად.
ეს სიმღერა ყველას უყვარს.
© said…
Kate, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, ყოველთვის არ არის შეგუების გამომხატველი. ხანდახან პირიქით, შეწინააღმდგების გამომხატველია :)
და bjork-ს ზოგი ვერ იტანს :( :) შენ გიყვარს, როგორც მივხვდვი :) კარგია :)

კოს სივ... - მიყვარს, ბრედბერი რომ უყვართ :)))
Kate said…
ხო მართალი ხარ. ახლა მივხვდი უცებ, რომ ეგრეა.

ვგიჯდებითქო არა, მაგრამ რამდენიმე სიმღერა ძალიან მიყვარს.
Kalo said…
cisia, bednierebis talgebis bizgebi vertikaluria tu grzivi da talgovani? :-):-)
© said…
როდის როგორ, ნინო :) :)

ვერტიკალური და ბრუნვადიც კი არის ხოლმე, ხომ იცი, ხანდახან :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..