გაიღიმეთ, ფარული ს...ობაა!

ბრავო! ბრავოო! ბის! წინადადება შემომაქვს, 2 წელიწადში ერთხელ კი არა, წელიწადში ორჯერ გავაკეთოთ ასეთი იმიტაციები, ოღონდ უფრო გავამრავალფეროვნოთ და მცხეთასთან ომის ინსცენირება მოვაწყოთ. პირდაპირ ეთერში ყველა არხით გავაშუქოთ! აბა ეს რა იყო, ასე კარგად ვერ დაიზაფრა ხალხი. слабо!

ერის გენოციდი თუ გვინდა უიარაღოდ, ცოტა უნდა დავიხვეწოთ. ასე მხოლოდ გულით ავადმყოფებს, მოხუცებს და მაქსიმუმ ჯერ არ დაბადებულებს შეიძლება მოვუღოთ ბოლო.
კადრები უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი: მაგალითად, ზამთარში - ზაფხულის და ზაფხულში -ზამთრის კადრები დაეჭვებას გამოიწვევს. გარდა ამისა, დღისით არავის გაუგია აფეთქების ხმა და არსად გასულა სიუჟეტი, არა და ბევრი კადრი დღის იყო. ესეც არასწორია. ესეც ჩვენი მინუსი. ნუ, ის, რომ არც ექსპერიმენტი და არც სიმულაცია/იმიტაცია არ ეწერა ზედა/ქვედა მარჯვენა/მარცხენა კუთხეში, ეს მაგარია, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიკარგავენ ამ მიგნებას! ისიც დასაფასებელია, რომ საქმეში ქრონიკა ჩაერთო მთელი სერიოზულობით. მაგრამ მაინც слабо!

ხო, კიდევ, საპირველაპრილოდ რომ არ გავიდა ეს გადაცემა, ან ბოლოს რომელიმე ჟურნალისტი რომ არ გამოვიდა სიცილით და ტექსტით: გაიღიმეთ, ფარული კამერაა-ო, მიკვირს.

რა გახდა ერთი-ორი სამხედრო თვითმფრინავის გაშვება თბილისის თავზე?! ეფრინათ ცოტა ხანი. ამ ისედაც დაზაფრულ ხალხს ცოტა დიდი ზომის უცნაურ ფრინველზე რომ უთხრა, სამხედრო თვითმფრინავის ახალი სახეობააო, დაიჯერებს და ნამდვილი თვითმფრინავის დანახვისას ომის დაწყებაში ოდნავადაც აღარავის შეეპარებოდა ეჭვი.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბრავო! როდესაც ასეთი რაღაც ერთხელ უკვე გამოვლილი გაქვს, როცა კიდევ ბევრი სხვა რაღაც გაქვს გამოვლილი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად საშინელი, როდესაც სიმართლესთან ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი და ზღაპრული ელემენტები არ ურევია, ძალიან ძნელია, დააკვირდე, რა ამინდია სიუჟეტში, რა აცვი მოსახლეობას, დღეა თუ ღამეა და სხვა მსგავს დეტალებს.
ეს მერე, როცა tvali.ge-ზე უყურებ მშვიდად - ხო, მაშინ ყველა დეტალს აღიქვამ, მაგრამ როცა ფაქტიურად სახელმწიფო არხი საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მსგავს ინფორმაციას გაწვდის...
არააა, ძალიან კარგად მესმის, რომ მსგავსმა დეტალებმა შეიძლება დაგაეჭვოს, მაგრამ მოწოდებულმა ინფორმაციამ მაინც ყველაფერი გადახაზოს და შოკში ჩაგაგდოს! განსაკუთრებით, როცა თავიდანვე არ უყურებ გადაცემას (და რა, ილუზია გაქვთ რომ იმედის არხს არის მიჯაჭვული სრულიად საქართველოს მოსახლეობა, წუთით არ რთავს არსად და არავის არაფერი გამორჩებოდა, გადაცემის არც ერთი ეტაპი?!), არც ამ გადაცემის რეკლამა გაქვს ნანახი, სრულიად შემთხვევით რთავ ამ არხზე და თან სრულიად შოკისმომგვრელი ინფორმაციის გადმოცემის მომენტში...
საინტერესოა, მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა ნახა ეს ყველაფერი თავიდან და მშვიდად უყურა? მე ისეთებიც ვიცი, ვისაც რეკლამაც ნანახი ჰქონდა, იცოდა, რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო ეთერში, მაგრამ ნანახმა და მოსმენილმა იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, ეჭვი შეეპარა და ჩათვალა, რომ ეს მართლა ხდებოდა... ასე რომ - ბრავო!

მე, პირადად, ყველაფერი პოსტ fაკტუმ გავიგე, როდესაც უკვე გარკვეული იყო ტყუილ-მართალი. მაგრამ მე ვიცი, რა შოკი მიიღეს ჩემმა ახლობლებმა, მეგობრებმა. სტატისტიკაზე და ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე (შედეგების შესახებ) აღარაფერს ვამბობ.
მე მახსოვს ორი წლის წინ რას ვგრძნობდი აგვისტოში, როცა ერთადერთი სურვილი მქონდა, თბილისში დავბრუნებულიყავი ჩემს ოჯახთან, გამომეღწია გონიოდან და აქ უკვე სულ ერთი იყო, რა მოხდებოდა. მე მახსოვს, რომ გორიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ 20 წუთში გორი დაიბომბა. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არ დამსიზმრებია.
ჩემი ემოციები და "თავგადასავალი" საერთოდ რა მოსატანია, არაფერი, საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, ვისაც ეს პირდაპირ შეეხო მაგრამ მე ამის გამეორების და გახსენების სურვილი, რატომღაც არ მიჩნდება.
ვიცით, რომ გამეორება ცოდნის დედაა, ვიცით ბატონო! გამეორების გარეშეც ვიცით, რა მოხდა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

მედიცინაში არსებობს მკურნალობის ასეთი მეთოდი: მაგალითად, ფრენის ვისაც ეშინია, ფრენის სიმულაციით ცდილობენ მისთვის ამ ფობიის მოხსნას. რომელმა ექიმმა გამოუწერა ქართველებს ეს საღამო? საინტერესოა, ვინ გადაწყვიტა, რომ ასეთი "შოკური თერაპია" დადებითად იმოქმედებდა როგორც ქართველებზე, ასევე ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაზე?! ფობია არ მგონია გვქონდეს. შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ხომ ვიცით.

რა ვიცი. რაღაც ვერც კი ვხვდები, რა რეაქცია უნდა მქონდეს. რა ს...ობა იყო ეს? მხრებს ვიჩეჩავ და პოსტს ვამთავრებ.

თუ შეგიძლიათ - გაიღიმეთ. ეს ფარული დაცინვა იყო, როგორც ჩანს

Comments

Katiée.Ge said…
ცის,
ძალიან ზუსტად გიწერია!

მე თითები გამირბის კლავიატურისკენ და ისეთი საშინელებები მომდის თავში, არ დავწერე გაბრაზებულზე, ჯერ 10მდე, არა ათამდე რას მეყოფა, 1000მდე დავითვლი და მერე.
ლიკა said…
... ეს ყველაფერი კი, მართალია. მაგრამ ყველაფერ საზიზღრობას ხანდახან კარგი მხარეც აქვს: ხომ დავინახეთ, როგორ გამოვიცნოთ ყალბი სიუჟეტი რეალურისგან, ხომ დავინახეთ, რა გზებით შეიძლება დავიცვათ თავი, გავიხსენოთ ჩვენი ადამიანური უფლებები... დავინახეთ, რომ თითოელის რეაქციას ძალა აქვს!!! მე თავად დიდი ხანია, ვირტუალურ სამყაროში ვვარსებობ მგონია და მოიცა, ეს მართალია იყო?... :)))) რა გინდათ, მგონი გვაფხიზლებენ! ... ჰა, ჰა!!!
ცისია, გენაცვალე ჯიგარში. კარგი ნაწერია, 10-იანში :)

შემაზიზღეს ყველაფერი, ისედაც არ მეხატებოდა გულზე. იმედ-გაცრუებულნი ვართ!
Маразм, просто маразм!!!! И мне стыдно!!!
babisa said…
uf.. mgonia vvitardebit da zogjer mere agar mgonia..

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..