უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ამის დაწერას ვაპირებ და მავიწყდება/მეზარება/ვერ ვიცლი/ვერ ვახერხებ. ხოდა ასე გადავდებდი კიდევ საუკუნოდ, ჩემგან დამოუკიდებლად რომ არ გააქტიურებულიყო რატომღაც ეს თემატიკა ჩემს სამეგობროში. ნუ გააქტიურებულიყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირად საუბრობთ სიზმრებზე და სიზმრისეულ შეგრძნებებზე? არა, ალბათ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ის, რაც ბოლო დროს სულ მიტრიალებს თავში, ერთი-ორი დღეა აქტიურად განიხილება ჩემს ერთ-ერთ სამეგობრო წრეში. აღმოჩნდა, რომ ჩემს ერთ მეგობარს, კერძოდ კი კალოს განუხორციელებია კიდეც ის, რაც მე ამდენი ხანია ჩაფიქრებული მაქვს (მაგრამ არა გახმოვენებული. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხშირად ერთი და იგივე რაღაცეები მოგვდის თავში და ცხოვრებაში). კიდევ აღმოჩნდა (და ეს მისგან გავიგე), რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, წინა საუკუნის დასაწყიში განუხორციელებია რამდენიმე დიდ სურეალისტს. ხოდა უკვე აღარ შეიძლებოდა, ზოგადად მაინც რომ არ შევხებოდი ამ თემას (მეგობრებო, მადლობელი ვარ თემის გააქტიურებისათვის და თქვენდაუნებურად სტიმულის მოცემისათვის, ბოლოს და ბოლოს დავმჯდარიყავი და დამეწერა).
არა და აზრზე არ ვარ, რა დავწერო. უბრალოდ, ჯერ გეტყვით, რა მინდა უკვე ძალიან დიდი ხანია: მინდა, როცა სიზმარს ვნახულობ, ვიღაც ამ სიზმარს პარალელურ რეჟიმში იღებდეს კამერით, ან იწერდეს თუნდაც სიტყვიერად. ნუ, მე თვითონ მინდა ამის გაკეთება შემეძლოს, მაგრამ ეს კიდევ უფრო არარეალურია. თუმცა, რას მივედ-მოვედები, ის ხომ რეალურია, სხვამ რომ ჩაიწეროს/გადაიღოს?! თუმცა, გამოსავალი ალბათ ის ხერხია, რაც ზემოთხსენებულმა მეგობარმა გამოიყენა: გაღვიძებისთანავე ჩაწერა სიზმრის. რამდენჯერაც გადავდე ამის გაკეთება, იმდენჯერ სრულიად დამავიწყდა და გული დამწყდა (მივხვდი, არაფერი არ უნდა გადადო. რამის თქმას აპირებ - თქვი. რამის დაწერას აპირებ - დაწერე. რამის გაკეთებას აპირებ - გააკეთე. გადადებ - დაიკარგება!). ასე რომ, როგორც კი განახლდება ჩემთან ციკლი იმ სიზმრებისა (ამაზე ახლავე მოგახსენებთ), მაშინვე ჩავიწერ (და სავარაუდოდ 2 ბლოგზე გაჩნდება მალე სიზმრებზე აგებული ნაწერები).
დაახლოებით 2-3 კვირის წინ მქონდა განსაკუთრებული პერიოდი. სიზმრების ციკლი იყო, ფაქტიურად, ისეთი, რომ მართლა გული მწყდებოდა, ასე რომ იკარგებოდა. ვიღვიძებდი და ვფიქრობრი, აუ რა მოთხრობები იკარგება მეთქი. ვიფიქრე, აუცილებლად დავიმახსოვრებ და დავწერ მეთქი. ჩავიწერ კი არა, დავწერ სიზმარს, როგორც მოთხრობას. როგორ სიზმრებს ვნახულობ, იცით, ასეთ პერიოდებში - სიზმრებს, რომლებიც მახსენებს კორტასარს, ბრედბერის, ბუცატის, სტივენ კინგს. ადრე სადღაც დავწერე კიდეც, სტივენ კინგის სიზმარიზაციას ვახორციელებ მეთქი. ბოდვაა, ეს შეიძლება, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მთლიანად შედიხარ იმ სამყაროში და მგონია, რომ იმ დროს, როცა იქ ვარ, ვიცი ის, რაც მერე, გაღვიძების მერე არ ვიცი/არ მესმის.
თითქოს ვერ ვხვდები, სად ვარ, ან ვერ ვფხიზლდები. არა, ჩვეულებრივად ვიღვიძებ და ყველაფერს კარგად ვხვდები. სიზმარს და ცხადსაც მშვენივრად ვარჩევ. უბრალოდ, უკვე ამდგარს და აბაზანისკენ მექანიკურად მიმავალს ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს რაღაც იქაური და თითქოს არ მეთმობა, თითქოს დრო მჭირდება აქაურ რეალობასთან შესაგუებლად. მერე ვფხიზლდები სრულიად (შინაგანად) და მორჩა, აქ ვარ და შეგრძნებებიც ქრება... (ასეთ დროს, როცა ასეთი დილაა, მახსენდება დემი მურის გმირი ფილმიდან Passion of Mind. მომწონს ეს ფილმი. რომ გითხრათ, ვისურვებდი მეთქი ასეთი რაღაცის საკუთარ თავზე გამოცდას, ალბათ არ ვიქნები მართალი; არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა ასეთი გაორება. საინტერესო - კი, მაგრამ სასიამოვნო... არ ვიცი).
ასეთივე შეგრძნება მქონდა შაკიკის ბოლო შემოტევის დროს. რაღაცნაირი, ცოტა ძნელად აღსაწერი შეგრძნება იყო და მართლა გული მწყდება, მაშინ რომ არ გავაკეთე ჩანაწერი. სავსე ვიყავი რაღაცით, რაც ძალიან მინდოდა, გადმომეტანა. რა თქმა უნდა არა ჩვეულებრივი, ცოტა უცნაური და შეგრძნებებზე დამყარებული ნაწერი გამოვიდოდა, მაგრამ მგონია, რომ კარგი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავთვალე, რომ მეორე დილით აღარ გამოვიდოდა ამ ყველაფრის გადმოცემა და დავიძინე, დავიძინე იმ მიზნით, რომ ეს სპაზმი მომეხსნა. მეორე დღეს აღარც სპაზმი იყო და აღარც ის ბურუსიანი და საინტერესო განწყობა, ის რაღაც ვეღარ დავიჭირე. გამისხლტა.
მერე ვფიქრობდი, რომ ცოტა გაბრუებულ, რეალობას ასეთი მიზეზებით მოწყვეტილ მდგომარეობაში შეიძლება რაღაც სხვა, სხვა გააკეთო, დაინახო, დაწერო.... და სიზმრის და შაკიკით გამოწვეულ შეგრძნებებს რაღაცით ვაკავშირებ...
ორ ადამიანს მინდა შევეხო. ორივე ძალიან მომწონდა იმ დროიდან მოყოლებული, რაც კითხვა დავიწყე.
ერთია ლუის კეროლი და მისი ალისა. ალისა, როგორც საოცრებათა სამყაროში, ასევე სარკის მიღმა სამყაროში. წიგნ(ები)ც და მულტფილმიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაინტერესებდა და მიზიდავდა. ბავშვობაში მულტფილმს ჩვეულებრივ მულტფილმად აღვიქვამდი, მაგრამ რომ გავიზარდე და ახლიდან წავიკითხე და ვნახე, ბევრად უფრო დამაინტერესა და ბევრად მეტის მთქმელად აღვიქვი, ვიდრე უბრალოდ ზღაპარი. კეროლი ერთ-ერთი იყო იმ ცნობილ ადამიანთაგან, რომელსაც შაკიკი აწუხებდა. შაკიკს, ხშირად სხვა სიმპტომებთან ერთად წინ უძღვის ჯერ შეგრძნებების გამძაფრება (ან პირიქით) და შემდეგ ე.წ. "აურა". მისი ერთ-ერთი სიმპტომია საგნების რეალურზე უფრო მცირე ან უფრო დიდი ზომით, ანუ არასწორად აღქმა. ამას "синдром Алисы"-ს ეძახიან. პრინციპში, მშვენივრად აღწერა თავის ნაწარმოებში ეს შეგრძნებები.
მეორე - პილატე, როგორც "мастер и маргарита"-ს მოქმედი პირი. საერთოდ, ძალიან მიყვარდა(მიყვარს) ეს წიგნი და ვგიჟდებოდი იმ ადგილებზე, სადაც პილატეს აივანი და ის საოცარი დიალოგები იყო აღწერილი... ვგიჟდებოდი პილატეს თავის ტკივილზე (მასაც ჰემიკრანია აწუხებდა, ნაწარმოების მიხედვით) და ფრაზაზე "О боги, боги, за что вы наказываете меня?"
ეს ქვეცნობიერი, გაუცნობიერებელი სიყვარული ამათ მიმართ იქნებ ნაწილობრივს შაკიკის დამსახურებაა. ქვეცნობიერად თუ ინტუიტიურად ნაპოვნი родственные души. ნუ, ეს ნახევრად ხუმრობით. თუმცა...
ინტუიციას და იმ სიზმრებს, რომლებიც შეშფოთებამდე ზუსტად მიცხადდება, არ შევეხები. მაგრამ ვერც ვერაფერს ვუზამ და ვერც ვუარყოფ. ცრუმორწმუნე არ გეგონოთ. და არც ის გეგონოთ, რომ სისულელეების მჯერა და დილით ეფრემვერდში ვიხედები ან წყალს ვატან სიზმარს, ან თუნდაც ჰოროსკოპს ვეცნობი კვირის დასაწყისში.
უბრალოდ, ვერ ვუარყოფ, რომ მაქვს ინტუიცია. ხანდახან რაღაც უბრალოდ ვიცი. საიდან - არ ვიცი. ვხვდებიმეთქი - არა. უბრალოდ ვიცი. განსაკუთრებით გარკვეულ მოვლენებთან და ადამიანებთან დაკავშირებით. მერე მოგვიანებით ვიგებ ამას უკვე რეალურად, რომ თურმე მართლა ასეა, ან მართლა ასე მოხდა. ან დამდევს რაღაც შეგრძნება, რომელიც მერე მატერიალიზდება.
და მაქვს სიზმრები, რომლებიც ცხადდება: საგნები, ადამიანები, ფაქტები, შეგრძნებები, სუნები. ყველა სიზმარი არა, ცხადია. ძირითადად ის, რომლებიც უფრო რეალურია და მამახსოვრდება.
რაც შეეხება იმ, სიზმრების ახალ, სურეალისტურ-პარანორმალურ-ცნობიერების ნაკად გარეულ სერიას - ეს მომწონს. ფილმებივით ვუყურებ, ხანდახან ჯერ კიდევ ძილში აღვიქვამ, რომ მაგარია და მინდა, ეს გადმოვიტანო ქაღალდზე. ხან ეს სიზმარიც არ არის, არამედ სიზმრის წინა, შესავალი ეტაპია, რაღაც შუალედური დერეფანი ძილსა და სიფხიზლეს შორის, საიდანაც ასევე ძალიან საინტერესო რაღაცეების წამოღება შეიძლება. ეხ, შემეძლოს ნეტა ჩაწერა...
პ.ს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა საჭიროა შემოკლება სიტყვისთვის "სხვა"
Sunday, March 21, 2010
Sunday, March 14, 2010
გაიღიმეთ, ფარული ს...ობაა!
ბრავო! ბრავოო! ბის! წინადადება შემომაქვს, 2 წელიწადში ერთხელ კი არა, წელიწადში ორჯერ გავაკეთოთ ასეთი იმიტაციები, ოღონდ უფრო გავამრავალფეროვნოთ და მცხეთასთან ომის ინსცენირება მოვაწყოთ. პირდაპირ ეთერში ყველა არხით გავაშუქოთ! აბა ეს რა იყო, ასე კარგად ვერ დაიზაფრა ხალხი. слабо!
ერის გენოციდი თუ გვინდა უიარაღოდ, ცოტა უნდა დავიხვეწოთ. ასე მხოლოდ გულით ავადმყოფებს, მოხუცებს და მაქსიმუმ ჯერ არ დაბადებულებს შეიძლება მოვუღოთ ბოლო.
კადრები უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისი: მაგალითად, ზამთარში - ზაფხულის და ზაფხულში -ზამთრის კადრები დაეჭვებას გამოიწვევს. გარდა ამისა, დღისით არავის გაუგია აფეთქების ხმა და არსად გასულა სიუჟეტი, არა და ბევრი კადრი დღის იყო. ესეც არასწორია. ესეც ჩვენი მინუსი. ნუ, ის, რომ არც ექსპერიმენტი და არც სიმულაცია/იმიტაცია არ ეწერა ზედა/ქვედა მარჯვენა/მარცხენა კუთხეში, ეს მაგარია, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიკარგავენ ამ მიგნებას! ისიც დასაფასებელია, რომ საქმეში ქრონიკა ჩაერთო მთელი სერიოზულობით. მაგრამ მაინც слабо!
ხო, კიდევ, საპირველაპრილოდ რომ არ გავიდა ეს გადაცემა, ან ბოლოს რომელიმე ჟურნალისტი რომ არ გამოვიდა სიცილით და ტექსტით: გაიღიმეთ, ფარული კამერაა-ო, მიკვირს.
რა გახდა ერთი-ორი სამხედრო თვითმფრინავის გაშვება თბილისის თავზე?! ეფრინათ ცოტა ხანი. ამ ისედაც დაზაფრულ ხალხს ცოტა დიდი ზომის უცნაურ ფრინველზე რომ უთხრა, სამხედრო თვითმფრინავის ახალი სახეობააო, დაიჯერებს და ნამდვილი თვითმფრინავის დანახვისას ომის დაწყებაში ოდნავადაც აღარავის შეეპარებოდა ეჭვი.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბრავო! როდესაც ასეთი რაღაც ერთხელ უკვე გამოვლილი გაქვს, როცა კიდევ ბევრი სხვა რაღაც გაქვს გამოვლილი, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად საშინელი, როდესაც სიმართლესთან ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი და ზღაპრული ელემენტები არ ურევია, ძალიან ძნელია, დააკვირდე, რა ამინდია სიუჟეტში, რა აცვი მოსახლეობას, დღეა თუ ღამეა და სხვა მსგავს დეტალებს.
ეს მერე, როცა tvali.ge-ზე უყურებ მშვიდად - ხო, მაშინ ყველა დეტალს აღიქვამ, მაგრამ როცა ფაქტიურად სახელმწიფო არხი საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მსგავს ინფორმაციას გაწვდის...
არააა, ძალიან კარგად მესმის, რომ მსგავსმა დეტალებმა შეიძლება დაგაეჭვოს, მაგრამ მოწოდებულმა ინფორმაციამ მაინც ყველაფერი გადახაზოს და შოკში ჩაგაგდოს! განსაკუთრებით, როცა თავიდანვე არ უყურებ გადაცემას (და რა, ილუზია გაქვთ რომ იმედის არხს არის მიჯაჭვული სრულიად საქართველოს მოსახლეობა, წუთით არ რთავს არსად და არავის არაფერი გამორჩებოდა, გადაცემის არც ერთი ეტაპი?!), არც ამ გადაცემის რეკლამა გაქვს ნანახი, სრულიად შემთხვევით რთავ ამ არხზე და თან სრულიად შოკისმომგვრელი ინფორმაციის გადმოცემის მომენტში...
საინტერესოა, მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა ნახა ეს ყველაფერი თავიდან და მშვიდად უყურა? მე ისეთებიც ვიცი, ვისაც რეკლამაც ნანახი ჰქონდა, იცოდა, რომ ეს გადაცემა უნდა გასულიყო ეთერში, მაგრამ ნანახმა და მოსმენილმა იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, ეჭვი შეეპარა და ჩათვალა, რომ ეს მართლა ხდებოდა... ასე რომ - ბრავო!
მე, პირადად, ყველაფერი პოსტ fაკტუმ გავიგე, როდესაც უკვე გარკვეული იყო ტყუილ-მართალი. მაგრამ მე ვიცი, რა შოკი მიიღეს ჩემმა ახლობლებმა, მეგობრებმა. სტატისტიკაზე და ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე (შედეგების შესახებ) აღარაფერს ვამბობ.
მე მახსოვს ორი წლის წინ რას ვგრძნობდი აგვისტოში, როცა ერთადერთი სურვილი მქონდა, თბილისში დავბრუნებულიყავი ჩემს ოჯახთან, გამომეღწია გონიოდან და აქ უკვე სულ ერთი იყო, რა მოხდებოდა. მე მახსოვს, რომ გორიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ 20 წუთში გორი დაიბომბა. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არ დამსიზმრებია.
ჩემი ემოციები და "თავგადასავალი" საერთოდ რა მოსატანია, არაფერი, საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, ვისაც ეს პირდაპირ შეეხო მაგრამ მე ამის გამეორების და გახსენების სურვილი, რატომღაც არ მიჩნდება.
ვიცით, რომ გამეორება ცოდნის დედაა, ვიცით ბატონო! გამეორების გარეშეც ვიცით, რა მოხდა და რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
მედიცინაში არსებობს მკურნალობის ასეთი მეთოდი: მაგალითად, ფრენის ვისაც ეშინია, ფრენის სიმულაციით ცდილობენ მისთვის ამ ფობიის მოხსნას. რომელმა ექიმმა გამოუწერა ქართველებს ეს საღამო? საინტერესოა, ვინ გადაწყვიტა, რომ ასეთი "შოკური თერაპია" დადებითად იმოქმედებდა როგორც ქართველებზე, ასევე ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაზე?! ფობია არ მგონია გვქონდეს. შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ხომ ვიცით.
რა ვიცი. რაღაც ვერც კი ვხვდები, რა რეაქცია უნდა მქონდეს. რა ს...ობა იყო ეს? მხრებს ვიჩეჩავ და პოსტს ვამთავრებ.
თუ შეგიძლიათ - გაიღიმეთ. ეს ფარული დაცინვა იყო, როგორც ჩანს

Tuesday, March 09, 2010
ჭერი ასწიეთ, დურგლებო!
ჭერი ასწიეთ კი არა, მგონი იმ ჩემს მიერ შექმნილ "parfüm"-ს ავხადე თავი.
დაყნოსეთ - გუშინ. ორი წლის წინ
დაყნოსეთ - გუშინ. ორი წლის წინ
Sunday, March 07, 2010
პოსტთაშორისი სპეც-ჩანართი - შეკითხვა მკითხველს
თუ ვინმეს გეცნობათ ეს სიუჟეტი და შეგიძლიათ დამეხმაროთ, არ დაიზაროთ :) ან ფილმი, ან წიგნი, სულ ერთია. მიმასწავლეთ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში. ამაოდ ვეძებე :)
მოკლედ, ამოვიკითხე ერთ წიგნში და დამაინტერესა. დიალოგს მოვიყვან იქიდან და რამეს თუ გეტყვით ეს დიალოგი, მომწერეთ
- Это напоминает мне одну старую картину. Там участвовал Джон Гарфилд. Они сели на корабль, на котором не было ни одного моряка, и в конце концов это оказался корабль смерти.
- Да, это по пьеса Сеттона Вейна
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა

Wednesday, March 03, 2010
синдром Алисы
ჩათვალეთ რომ ეს draft-ია. გამოქვეყნებული. შაკიკის შესახებ უნდა დავწერო. უბრალოდ ისეთი შეტევა მაქვს ახლა სწორად შაკიკის, რომ ვიცი, ძილის გარდა ვერაფერი მიშველის.
ასე რომ ისტორია, შედარებები, შეგრძნებები და იქნებ საინტერესო პოსტიც - მერესთვის. ეს უბრალოდ რეკლამა იყო. ჩემი ლუის კეროლისადმი სიყვარულის და ალისასთან თავის გაიგივების ქვეცნობიერი მიზეზები - რეკლამის (ძილის) შემდეგ. ც-ს ბლოგზე. არ გადართოთ
Мигрень - благородная болезнь...

Labels:
ალისა,
ლუის კეროლი,
მე,
შაკიკი
Tuesday, March 02, 2010
Shhh, Shhh... ;)
2-3 დღეა პერიოდულად მიტრიალებს თავში ეს სახელი, ბრედბერის მოთხრობის სახელი: Время в полёте твоём. აღმოჩნდა, რომ სხვა ვერსიაც არის, სხვისი თარგმნილი და შესაბამისად ოდნავ განსხვავებული, სახელიც ოდნავ სხვა - Время, вот твой полет. მე ის, პირველი მომწონს! Время в полёте твоём...
შინაარსი? არ მახსოვს. გადავიკითხავ, არ არის პრობლემა. ბრედბერის ხასიათზე ვარ. თუ განწყობაზე. მუსიკაც კი მესმის, როცა ამაზე მეფიქრება (ოღონდ ის მუსიკა არა, პოსტის ბოლოს რომ ისმის. პრინციპში, 2 ნაწილიანი პოსტი გამოვიდა. სხვანაირად დავიწყე და სხვანაირდა განვითარდა :) შეერია ცოტა სხვა ნოტები. თუმცა, плавно გადავიდა, ასე რომ - იყოს. ეს ბოლოს ჩამატებული კომენტარია, პოსტის გადაკითხვის მერე ჩამატებული. სათაურიც მერე დაიბადა, ბოლოს.).
სიმშვიდე. სიმშვიდე მიყვარს. ის, რომ მშვიდი ვარ, ერთია, მაგრამ მეორე ის არის, და ძალიან სასიამოვნო, უცებ საიდანღაც რომ მოვა და დარჩება, დიდი ხნით რჩება სიმშვიდე, შინაგანი და სითბოსჩამღვრელი. შენგან დამოუკიდებლად რომ მოდის (დაახლოებით 6 თვის წინ მოვიდა და დარჩა :) უბრალოდ პერიოდულად მავიწყდება, თვლემს, მაგრამ არის და როცა იღვიძებს და აქტიურად ფხიზლობს, განსაკუთრებით მაგარია. ბედნიერების ტალღებს იწვევს). შეიძლება რაღაცეები ისე არ იყოს, როგორც გინდა, მაგრამ სიმშვიდე მაინც რომ რჩება და ვარდისფერი სათვალიდან კი არა, რაღაც თბილი ოთახის და ბუხარში ანთებული ცეცხლის გარემოდან რომ უყურებ სიცივეს. და რომ მოგწონს. არ გცივა. გარეთაც გახვალ და არ შეგცივდება. ეს ბუხარი, ცეცხლი და "მერე რა, რომ ზამთარია", გადატანითი მნიშვნელობით ვიხმარე. თუმცა პირდაპირი მნიშნელობითაც რა მაგარია!...
რამდენ რაღაცაზე შეიძლება თქვა -'მერე, რა'...
გუშინ დილით გავიღვიძე შეგრძნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ეს შეგრძნებაც გამომყვა და დამრჩა. კონკრეტულად რამეზე კი არ ვამბობ. არა, ზოგადად, 'ყველაფერი კარგად იქნება შეგრძნება' გამომყვა სიზმრიდან.
სიზმრებს კი ძალიან აბსურდულს და უცნაურს ვნახულობ ბოლო დროს. ერთი პერიოდი, "სტივენ კინგის სიზმარიზაცია"ც კი დავამკვიდრე ტერმინი, ისეთი რაღაცეები მესიზმრებოდა. ნუ, ის მთლად სიმშვიდის გარანტი არ იყო :) ეს ისე, სიტყვამ მოიტანა.
Shhhh, Shhhh
It's, oh, so quiet....
until...
რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ უშლის ხელს გულიან სიცილს, მხიარულებას და ხანდახან - ცოტა არანორმალურ ქცევას -
You ring the bell, bim bam
You shout and you yell, hi ho ho
You broke the spell
- თუ გიღიტინებს და "გეანცება" (რა დალაგებულად ვწერ?!), თუ ჭინკები ჩნდება უცებ თვალებში, რატომაც არა?
and then...
Shhh, Shhh
It's nice and quiet
:)

Discover Simple, Private Sharing at Drop.io
Shhh, Shhh
It's nice and quiet
:)
Subscribe to:
Posts (Atom)