აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?
მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს.
ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი.
ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მეც - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში.
და 6 აგვისტოს მოლოდინიც.
სულ რაღაცას ელოდები ადამიანი.
ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს.
ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზოგი - სხვა ქვეყანაში. ზოგიც - სხვა კონტინენტზე. მეც წავალ. 74 საათსაც გადავაგორებ. და წავალ.
მერე ყველა დაბრუნდება. მერე აგვისტოც გავა.
მერე?

Comments
მერე ახლიდან დაიწყება ისევ.
მერე ეს წელიც გავა
კარგი დასვენება.
აბა მე მთელი ზაფხული თბილისში ვარ და ვმუშაობ.
თურქ-სელჩუკებში :))) ქემერში მივდივარ, სრული არაფრისკეთებით და კომფორტით უნდა დავისვენო, გადავწყვიტე :))
ბაჩო, კი, მერე ის წელიც გავა, მოვა აგვისტო, მერე შემდეგიც და ა.შ. :))
:)