ზამთრისპირული

მე ყოველ ღამე გიკითხავ წიგნს
ჩვენ ერთად ვწევართ
ზამთარი კი
გარეთ რჩება
ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე მიჭყლეტილი ცხვირით
ცდილობს ჩახედოს წიგნს
მე რომ გიკითხავ.
მე ყოველ ღამე ვთხოვ ღმერთს
მაღირსოს ცოდვით დაცემა შენთან
შენ არ მოდიხარ
ზამთარზე შორს ხარ
და ისევ ყოველ ღამე გიკითხავ წიგნს
ჩვენ ერთად ვწევართ
მერე იძინებ.

Comments

Popular posts from this blog

სავსე მთვარისას და-წერილი

თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)

შობა ღამის მწვანე ჩაი