ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე. და ვწერ. სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს. არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ. პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება. მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გ...