თოვლიანი ლისიდან :)
რთულია იმ წამის განწყობის შენარჩუნება, ეგრევე თუ არ გადმოიტანე. მერე ხსნი გვერდს და ... სხვა რამეზე წერ :) გადაწყდა. უნდა ვწერო. :) გინდა წერო? უნდა წერო :) თოვს დილიდან. არა, ღამიდან. დილით ფარდის მიღმაც კი არაჩვეულებრივი სითეთრე ჩანდა, დათოვლილი ხის ტოტები, საიდანაც პერიოდულად დიიიდი გუდნები ცვიოდა. ხო, ვიცი, ეგ გუნდა არ არის, რაც არის. ღამე ჯერ დასრულებული და ლოგინში გვერდზე გადადებულ წიგნზე ფიქრმა, მერე ატკიებულმა კბილმა და მერე უკვე ამის გამო სქროლვის დაწყებამ (რაზეც უარი მინდა, ვთქვა ბოლომდე) ცოტა დიდხანს არ დამაძინა. მაგრამ ძალიან გვიანაც არ გამიღვიძია. ალბათ ამ სითეთრემ მომჭრა თვალი. მერე მედიტაცია, რეფლექსია, ცოტა გულის აჩუყება, მერე ყავის მოდუღება ბიალეტით და ფანჯრის წინ ისე დაჯდომა სასაუზმოდ, რომ კარიც და ფანჯარაც ჩანდეს და თოვას ხედავდე. პარალელურად აფირმაციები და ცოტა ხანში ხვდები, რომ გადასარევ ხასიათზე ხარ. თანაც კბილიც აღარ გტკივა. კბილი რა, ნაკბილარი, ჭრილობა. დილიდან ფიქრობ, რომ სადმე გახვიდე საწერად. ერთი-ორი ადგილი გეგულება, სადაც გინდა და ფიქრობ, სა...