სავსე მთვარისას და-წერილი
არაჩვეულებრივად მეძინა. ძალიან გემრიელად. და დაძინებამდე რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სავსედ და ბედნიერად. და რაღაც სიმშვიდის თუ კარგის მოლოდინის შეგრძნებაც ახლდა ამას თან. მაშინვე მინდოდა დაწერა, იმავე საღამოს, სანამ დავიძინებდი, მაგრამ დავიძინე. გემრიელად. ახლა თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, შეგრძნებების დონეზე აღვიდგინო და მოვლენების დონეზეც. არა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უფრო სწორად კი მოხდა ამ დღეს, მაგრამ არა პირადად ჩემ ცხოვრებაში. ახლანდელ დროში რომ მოვყვე. დღეს თბილისში ვარ. გუშინაც აქ დავრჩი. ცხელა. საშინლად ცხელა. ხალხი სახლიდან არ გადის, მე კიდევ ისე მოვახერხე, რომ ამ ორ დღეში ყველაფრის მოგვარება-გაკეთება ავიკიდე. სამაგიეროდ, ამას მერე კმაყოფილების გრძნობაც სდევს თან. გუშინ შევპირდი მეგობარს, ხვალ გამოვალ მეთქი. ჩემი ნათლული, რომელიც იმდენი თვეა არ მინახავს, და რომელსაც დედამისივით აპრილში ჰქონდა დაბადების დღე, ამასობაში გაცვლითი სემესტრით მიემგზავრება საზღვარგარეთ. და სანამ მეორე დაბადების დღემაც და დაბადების დღეს ვინ დაეძებს, ლამის ქორწილი...

Comments
ალბათ ყველას ჰქონია ასეთი დღეები. მეც მახსოვს, მეც მქონია. სხვადასხვა ეტაპზე და მთლიანობაში ალბათ 3-4 დღე?!
ესეც კაია.
მთვარია ისეთი დღე არ გაზაზუნასდღევდეს, რომელიც არ გვინდა.
აი, სწორედ გუშინ გვქონდა მაგაზე ლაპარაკი საღამოს, მეგობართან და ისეთი საღამო გაგვახსენდა, რომ გული გაგვისკდა ყველას, მისი განმეორება რომ წარმოვიდგინეთ :D ოღონდ იმ დღეს ერქმეოდა ”კატის დღე” :))))))))))))