ირაკლი, რა მინდა გკითხო :)))) მოკლედ, რა მაინტერესებს და ის, რომ: რომელი უფრო მართალია, ის განწყობა, რომელიც მაქვს შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, გინდა დილით, გინდა დღისით, გინდა საღამოს და გინდა ღამე, სახლში თუ გარეთ, მარტო თუ არა მარტო ყოფნისას, აი, სხვა როცა ვარ ხოლმე, სრულიად თავისუფალი იმ ყველაფრისგან და ლაღი, ან თუნდაც "დაგრუზული", თუნდაც იმით, რომ ვერ გავრკვეულვარ ჯერ კიდევ.... თუ ის განწყობა, რომელიც მაქვს მერე, სამუშაო კვირის განმავლობაში, როცა უკვე ჩართული ვარ თავით ამ უაზრო ფერხულში, თუნდაც კარგი და თუნდაც არაჩვეულებრივი განწყობა...?! ა? რომელი უფრო მართალია და რომელი ვარ მე?! მე რომელი ვარ ეგ კი ვიცი, მაგრამ რომელს უნდა მივყვე და ვენდო, რომელი გაამართლებს? ალბათ, ის, რომელიც უფრო ალალია და ჩემი... არ გაქვთ/არ გქონიათ ის შეგრძნება, რომ ორი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობთ? ან შეიძლება მეტითაც კი. და რომ ერთ-ერთი - არასწორია და ან რომ მხოლოდ ერთია სწორი და შეიძლება ჯერ საერთოდ არც კი გიპოვიათ ის ერთი გზა, რომელიც სწორია. და იცით, რომ ისე შეიძლება გალიო ცხოვრება, ...