"ночь короткааа, цель далекааа..."

რაღაცნაირი weekend-ი იყო, რაღაცნაირი looooong weekend-ი. თითქოს ახალი წლის დღეები იყო ისევ. რატომ - არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი, დიდი ხნის უნახავი და მონატრებული მეგობარი ვნახე (ნუ, და არა მარტო დიდი ხნის უნახავი და მონატრებულები), ისეთ ადგილებში ვიყავი, დიდი ხანია რომ არ ვყოფილვარ და ისეთი დღეები იყო, რომ დილით გაღვიძებისთანავე გავდიოდი სახლიდან და მთელი დღე მიმოსვლაში ვიყავი და გვიან მოვდიოდი და ვიძინებდი (სამსახურის დღეებში რომ ძირითადად ასე ხდება ეს სხვაა). და კიდევ იმიტომ, რომ ყველაფერი პარასკევ საღამოდან დაიწყო... .

ხო. ეს ისე, ძილის წინ შემოვლის პოსტი იყო. მინდა რომ ისევ ვწერო.

და კიდე მინდა რომ...

ჩემმა ერთ-ერთმა ნათლულმა, ოთხი გოგოდან ერთ-ერთმა გუშინ კატეგორიულად მოითხოვა ფერიის ჯოხი, ჯადოსნური.
ხოდა

მინდა მეც...

სათაური წამღერებით წასაკითხია. მაგრამ პრინციპში თუ არ იცი ეს სიმღერა, რას წაიმღერებ...

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..