ლექსი-განწყობა

"მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა
აქ სოფელია, წვიმა, რუტინა..."


არა. არსად არ წავსულვარ. არ სოფელში, არც დაბაში და არც სხვა ქალაქში. უბრალოდ გამახსენდა ეს ლექსი და მომინდა დამეწერა. განწყობა ლექსია. მეტის დაწერა არ მინდა.

ვისია?

ეჰ...

გალა :)

ტიციანს ხომ ჰქონდა ლექსი-მეწყერი, გალაკტიონს აქვს ლექსები-განწყობა :) ოღონდ ეს მე მოვუგონე სახელი, თვითონ არ ვიცი რამდენად უფიქრია ამაზე

ნუ, გამოვიდა რომ პოსტი გალაკტიონს ეძღვნება. არა და მისდამი დიდი (შეიძლება უკვე ინერციული) სიყვარულის მიუხედავად, არ ეძღვნება. სულ სხვა ჩანაფიქრი დევს.

Comments

Anonymous said…
გაუმარჯოს, სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე ბლოგი, თუ დამეხმარები პოპულარიზაციაში და დამამატებ მეგობარ ლინკებში, გამიხარდება. რა თქმა უნდა მეც დაგამატებ. ჩემი ბლოგია freelandia.wordpres.com–თავისუფალი სიტყვის ბლოგი
© said…
გაგიმარჯოს გენიცალე. შემოვბოდიალდი შენს ბლოგზე, მაგრამ ახლა მეძინება და უბრალოდ გადავხედე, "ჩაჯდომის" თავი არ მაქვს.
მეგობრების ლინკებში ერთი უბრალო მიზეზით ვერ დაგამატებ - არ მაქვს ასეთი ლინკი :)))) არა იმიტომ, რომ მეგობრები არ მყავს და არც იმიტომ, რომ მეგობარი ბლოგერები არ მყავს, უბრალოდ რატომღაც მკიდია მსგავსი სიის გაკეთება.
ასე რომ - ничего личного :)
ისე წავიკითხავ ანუ წაგიკითხავ ხოლმე, თუ დავინტერესდი ;) შენი ბლოგით და იმედია დავინტერესდები :)

p.s. ჩემს ბლოგზე კომენტარის დატოვება უკვე პოპულარიზაციის საწინდარია, იცოდე! :))))))))))) წარმატებები! :)
jaco said…
წავიკითხე, მომეწონა ლექსი, მაგრამ ჩანაფიქრებს კი არ ამჟღავნებ და:)
© said…
ჩანაფიქრს?! :) რა ვიცი, ჯერ მართალი გითხრა მაგ "სახლს" მისამართი არ აქვს, უმისამართო იყო, ასე რომ შესაბამისად ჩანაფიქრიც ისეთი იყო... არ იყო, რა, თითქმის :)

ჩჩჩ (ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი) :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ხოოდა შენ ალბათ ერთი ცოტა ადრინდელი პოსტი გაგახსენდებოდა და შეიძლებოდა დაგეკავშირებინა, მაშინ გამოიცანი განწყობა და დამიკომენტე კიდეც. I'm falli... - წიპა ტავო კომენტი იყო, რა ;) მაააგრამ... საქმე იმაშია რომ გამიარაა :))))))))))))))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..