"ეს"

ამ პოსტისთვის რაღაც სახელის დარქმევა მინდოდა, იქვე მომივიდა თავში, სადაც რომ ვიფიქრე, ამაზე დავწერ, სახლში რომ მივალ მეთქი.

და აი, მოვედი, მაგრამ სათაური - არ მახსოვს

და განწყობა, ცოოოტა დაირღვა და საერთოდ - რაღაც ვეღარ ვწერ

ნუ, ამის თაობაზე იყო იქ ნათქვამი ხუმრობა, მუზებთან დაკავშირებით ;) და საპასუხო ხუმრობაც მიიღეს :)))) აქ თავს შევიკავებ მაინც ციტირებისგან :))))

როგორ მიყვარს დასვენების დღე პარასკევს ან ორშაბათს რომ უწევს ხოლმე. ორშაბათს - განსაკუთრებით მაგარია, იმიტომ რომ ლონგ უიკენდთან ერთად ხდება ის, რომ სამუშაო კვირა კი არ იწყება, არამედ პირდაპირ გრძელდება და თან ორშაბათის გარეშე! ეტა ნეჩტა!

და ასეა ახლაც

დღეს გამოვიდა ისე, რომ გავიღვიძე (რა თქმა უნდა გამაღვიძეს მობ-ზე ზარით), ვისაუზმე (ნუ დანარჩენ პროცედურებს არ ჩამოვთვლი) და წავედი და წავედიიი... მიმოსტუმრობის დღე მქონდა. დიდი ხნის უნახავი და რომ ვერა და ვერ გავაღწიე ისეთი ვიზიტებიც. და ბოლოს, უკვე 9-თვის გზაში კიდევ ერთი ზარი და.... მერე დაიწყო საღამო :)

მიყვარს ის სახლი და ერთი მთელი პოსტი მაქვს მიძღვნილი თემისთვის - იქ ზაფხულის საღამოების გატარება, ახალგაზრდობა, მეგობრები და არაჩვეულებრივი განწყობა. პოსტი, რომელმაც კინაღამ აატირა ერთ-ერთი... გახსოვს გენიცალე? ;)

მიყვარს ასეთი საღამოები, ზამთრისაც და იყო ისე, რომ არავინ და არაფერი ხელს არ გვიშლიდა. არ გვეფიქრებოდა ხვალ ადრე გაღვიძებაზე. არ გვეფიქრებოდა იმაზე, რომ სადმე გვეჩქარება ან გვაგვიანდება. არც იმაზე, რომ ვინმე გველოდება. რაღაცნაირად მშვიდა ვიყავით. არ ვლაპარაკობდით და არ გვახსოვდა პრობლემები. ცოტა ხანი თითქოს არც ერთი-ორის უმუშევრობა იყო პრობლემა.

იყო 80-იანები და 90-იანები. იყო "ისტორიის სანაგვეზე" ქექვა და იმ დროის საუნდტრეკები ჩვენივე წამღერებით. იყო "ჩვენი" კომენტარები და ჩვენი სიცილი, გადაჟირება და "ჩვენი" ხუმრობები. იყო "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა" :))) იყო ის, რომ რაც არ უნდა მოგვემატოს წლები, ჩვენ მაინც.... და ეს მართალია აშკარად.

ხანდახან თავისთავად ხდება, ერთმანეთს განაწყობ, სიტუაცია განგაწყობს ისე, რომ ძაალიან ლაღი ხარ და არ გეფიქრება არაფერზე. უბრალოდ არ გახსოვს, რამდენიმე საათით მაინც არ გახსოვს არაფერი უარყოფითი, არანაირი პრობლემა და მთელი გულით შეგიძლია მიეცე ამ საღამოს. საღამოს, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ ყველაფერი კარგად იქნება

და იმედი გაქვს რომ "ეს" სულ იქნება, რომ "ეს" არასოდეს დაიკარგება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და საითაც არ უნდა წახვიდე. იმიტომ რომ "ეს" - შენშია და ვერანაირი გარე პირობები ვერ ჩაკლავს და ვერ წაგართმევს. შეემატება შენს ცხოვრებას ბევრი სხვა დეტალი, სულიერი თუ უსულო, შეიცვლება ბევრი რაღაც, მაგრამ არის რაც არაოდეს შეიცვლება და ხანდახან, თუნდაც იშვიათად მაინც იქნება ამის გამოვლენის საშუალება

"ეს" ძალიან ჩვენია და ვაი იმას, ვინც დაკარგა

სამივე წაიკითხავთ, ზუსტად ვიცი, სხვადასხვა დროს, ჩემს უთქმელად, ან ჩემი შეხსენებით, და როცა წაიკითხავთ ხომ ზუსტად გაიგებთ ამ განწყობას და ხომ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ძალიან მიყვარხართ :) თქვენ სამნი და ყველა დანარჩენი :) უბრალოდ გამოვიდა რომ თქვენი "შთაგონებით" შეიქმნა ეს პოსტი :)

პ.ს. და ბოლოს დავარქვი - "ეს" :)

Comments

Kalo said…
erti me var zustad vici :-):-) ra tavmdabali var :-):-):-) meore marikaa da es mesame vingaa? :-):-):-) dato casuli iko ukve mag dros. :-):-)

au, mec vgijdebi mag saxlze da saxlis mcireclovan binadrebze gansakutrebit :-):-)
au, ise, rac chven mag saxlshi gviciniaaa
Anonymous said…
შეგერგოთ, შეგერგოთ, შეგერგოთ...!

სიცილი ანუ
Anonymous said…
S.P. hat gesagt...

დავაკომენტე და მერე ვიკაიფე, კი არ დამიკომენტებია, ჰატ გესაგთი გამიკეთებია....

და ნან მასი გამახსენდა, გერმანულის ნანა მასი, ნინო მასიც, მანამდე რო იყო...

ჰეჰეეე
მაგარია გერმანული, ჰატ გეზაგთო :)))))
© said…
:)))))))))))))))))))))

hat gesagt-ი კაი იყო :))))


p.s. ( :D ) დღეს გაგრძელება გვქონდა :)))))) უფრო გამრავალფეროვნებული :)))))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..