ორშაბათი - ტკივილი ჩემი

ირაკლი, რა მინდა გკითხო :))))


მოკლედ, რა მაინტერესებს და ის, რომ:

რომელი უფრო მართალია, ის განწყობა, რომელიც მაქვს შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, გინდა დილით, გინდა დღისით, გინდა საღამოს და გინდა ღამე, სახლში თუ გარეთ, მარტო თუ არა მარტო ყოფნისას, აი, სხვა როცა ვარ ხოლმე, სრულიად თავისუფალი იმ ყველაფრისგან და ლაღი, ან თუნდაც "დაგრუზული", თუნდაც იმით, რომ ვერ გავრკვეულვარ ჯერ კიდევ.... თუ ის განწყობა, რომელიც მაქვს მერე, სამუშაო კვირის განმავლობაში, როცა უკვე ჩართული ვარ თავით ამ უაზრო ფერხულში, თუნდაც კარგი და თუნდაც არაჩვეულებრივი განწყობა...?!
ა? რომელი უფრო მართალია და რომელი ვარ მე?! მე რომელი ვარ ეგ კი ვიცი, მაგრამ რომელს უნდა მივყვე და ვენდო, რომელი გაამართლებს? ალბათ, ის, რომელიც უფრო ალალია და ჩემი...

არ გაქვთ/არ გქონიათ ის შეგრძნება, რომ ორი სხვადასხვა ცხოვრებით ცხოვრობთ? ან შეიძლება მეტითაც კი. და რომ ერთ-ერთი - არასწორია და ან რომ მხოლოდ ერთია სწორი და შეიძლება ჯერ საერთოდ არც კი გიპოვიათ ის ერთი გზა, რომელიც სწორია. და იცით, რომ ისე შეიძლება გალიო ცხოვრება, ვერც მიხვდე, რომ არასწორად ცხოვრობ. ვერც კი დაფიქრდე, იმიტომ რომ უბრალოდ ამის უნარიც კი არ გქონდეს. მაშინ მარტივია შენთვის, ვერ აზროვნებ სათანადოდ და გკიდია. მაგრამ თუ გაქვს ამის უნარი და ეძებ?

კითხვები, რომლებზეც ცხადია ვერავინ გამცემს პასუხს :)

p.s.
настоящая вы сейчас... (თუ როგორ არის, ზუსტად არ მახსოვს ფრაზა)

Comments

Anonymous said…
გგონია, ახალი რამეა? ან ახალი შეგრძნებაა? პირიქით, ძაან ძველი და მაგარია (მე კიდევ ამ ბოლო დროს ყველა შეგრძნება მაგარი მგონია :| )
მე ხშირად ვგრძნობ თავს ასე... ხან "დაჟე" მომწონს. იმას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, რომელ "მედ" ჯობდა ყოფნა. ზოგჯერ უნდა მიყვე და ეგაა :-)
© said…
არა, რა ახალი :) წლებით აპრობირებული და გამოცდილია :))) უბრალოდ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მძაფრდება (თუმცა ამ ბოლო დროს სულ მაწუხებს ის, რომ თითქოს შეგრძნებები დამისუსტდა თუ არ ვიცი როგორ ვთქვა, მძაფრად ვეღარ ვიღებ ვერაფერს, შინაგანად),

ხო, ხანდახან უნდა მიყვე, მაგრამ ხანდახან უბრალოდ მიყოლა აღარ გინდა და გინდა რომ რაღაც დასკვნა გამოიტანო და ისე მიჰყვე

ბევრი მე ყოველთვის დარჩება ჩემში, ეგ ვიცი. ზოგი მიიძინებს, ზოგს მიაძინებენ პერიოდულად, ზოგი - გაიღვიძებს

კაია, ისე, ბევრი მე... ოღონდ ყველა ხომ ვერ ხედავს ამ ყველას ;)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..