ვუყუროთ, თუ არ ვუყუროთ?! საკითხავი აი ეს არის!
მომინდა ჩამომეთვალა გადაცემები და ა.შ. რომლებსაც კატეგორიულად არ ვუყურებ, ან ვერ ვუყურებ (ვერ დავამუღამე და მკიდია) და რომლებსაც ვუყურებ სიამოვნებით არ ვუყურებ: 1. ვანოს შოუს კომედი შოუს ქლაბ შოუს (კატეგორიულად!) 2. ვარსკვლავების აკადემიას ჯეოსტარს (მხოლოდ მეგობრებთან ერთად, თუ მათთან ერთად მოვხვდებოდი ტვ-სთან კონცერტის დროს. ადგილზე ვერკვეოდი ხოლმე მონაწილეებში და შემდეგ კვირას უკვე შედარებით გარკვეული ვუერთდებოდი. მათთან ერთად ყოფნა არ მეთმობოდა და ბოლოს შევეჩვიე ამ გადაცემასაც :) ) ჯეო-ბარს (მხოლოდ პირველში ვერკვეოდი ცოტა, ახალი იყო და ყველა ლაპარაკობდა, ასე რომ თავიდან სახელების დონეზე მაინც გავიგე. ჩართვით ვერ ჩავერთე და მერე უკვე აღარ დავინტერესებულვარ) 3. საინფორმაციო გამოშვებებს (საკუთარი ინიციატივით - არასოდეს. გამონაკლისი იყო აგვისტო) ვიდეო პატრულს (ანუ ღამე არა მშვიდობისას) კავკასიას - არც ერთ გადაცემას . მინდა რომ ეს სიხშირე საერთოდ დაიკარგოს, რომ არხიდან არხზე გადართვისასაც კი არ შემხვდეს საკანს (აღარ შემიძლია ამდენი მარაზმი ერთ პატარა ქვეყანაში) პროფილს - ამ გოგო...