ვიცინი, ე.ი. ვცოცხლობ

პოსტი-განწყობა


მგონი დავბრუნდი

დღეს საღამოს მივხვდი რომ დავბრუნდი :)

მიყვარს ჩემი თავი ასეთი და მიყვარს რომ ვხვდები, ეს - ნამდვილია :)

(როცა ცუდად ხარ, მიზეზით თუ უმიზეზოდ, როცა არ ხარ მშვიდად, როცა რაღაც გაწუხებს - არ გეხუმრება, ვერ იცინი ისე და ვერც ხუმრობ. ძველებურად რომ ვიწყებ ხუმრობას, ისევ ისე ლაღად რომ ვიწყებ სიცილს, სიმსუბუქეს როცა ვგრძნობ ისევ და მოდის და მოდის, ვერ/არ ვჩერდები, გულთან რომ მიღიტინებს სასიამოვნოდ და თვალებში "ეშმაკურად" მოხტუნავე ალს რომ ვგრძნობ სარკეში ჩახედვის გარეშე, მაშინ ვხვდები - ისევ კარგად ვარ, ძალიან კარგად. მაშინ ვხვდები, მე - დავბრუნდი!)

როგორი საღამო იყო, იცით? - "хорошо сидим" ;) :)
და განსაკუთრებით კარგი იყო იმიტომ, რომ ყველა ასე ვგრძნობდით თავს, ყველა (ეს ყველა მინიმალური ოდენობით ვიყავით და საკაიფოდ, ძალიან), ანუ ...მივე :D

:) არის რაღაცეები, რაც არასოდეს უნდა შეიცვალოს, სულ უნდა იყოს შენს ცხოვრებაში

Comments

Kalo said…
getanxmebi cis, aris ragaceebi, rac arasodes ar unda sheicvalos.
da mec davbrundi ise. me cota sxvanairad ogond :-):-)
backstreets back, all right :-):-):-):-):-)
I Love You ! ! !
:-):-):-)
© said…
backstreet boys ვართ ფაქტიურად :))))

I Love You tooo, my dear! :) :) :)

და შენ ხომ იცი, რომ ერთი დიდი ნაწილი ხარ იმისა, რაც არასოდეს უნდა შეიცვალოს და არ შეიცვლება ;) :)
Kalo said…
ხოოო, puzzle-ის ნაწილი ვარ, უკვე აწყობილი და ნუ შეეცდება ნურავინ ჩემს შეცვლას :-):-):-)
© said…
:)))) ვინ გაბედავს მაგას?! ვერავინ და თუ - კი, ხელებს დავამტვრევ! :)))))

აუ ჩემი ის პოსტი თუ წიგნის ერთი თავი გამახსენდა, სადაც კაკ რაზ puzzle-ს ვადარებდი ჩვენს ცხოვრებას, სადაც ირინა და შენ ფიგურირებთ უსახელო პერსონაჟებად და სადაც ერთი ნაწილი აკლია სურათს...
Kalo said…
oo, ag ertma nacilma xo tvini caigo raaa :-):-)
Joseph said…
"ვიცინი, ე.ი. ვცოცხლობ" - ეს არის სლოგანი ცხოვრებისთვის. ვიცინი ე.ი. ვცოცხლობ და პირიქით.

კეთილი ჩანაწერია ძალიან
© said…
:) მადლობა :)

როგორ მინდა ხოლმე რომ ეს განწყობა სადღაც მოვაქციო, ჭურჭელში (თუნდაც ზიარჭურჭელში :)))) ) და არასოდეს გაიქცეს.

ხომ არის დღეები, საღამოები, რომლის ”დაკონსერვება” გინდება და მერე, როცა მოგინდება, გახსნა :)

აი გუშინ მაგალითად სიცილის ჭია მყავდა შეჩენილი და დაბოლილივით ვიქცეოდი, მგონი. თუ სიტყვიერად და თუ გახმოვანებით - სიცილით, ვერ ვჩერდებოდი.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..