ვუყუროთ, თუ არ ვუყუროთ?! საკითხავი აი ეს არის!

მომინდა ჩამომეთვალა გადაცემები და ა.შ. რომლებსაც კატეგორიულად არ ვუყურებ, ან ვერ ვუყურებ (ვერ დავამუღამე და მკიდია) და რომლებსაც ვუყურებ სიამოვნებით


არ ვუყურებ:

1.
ვანოს შოუს
კომედი შოუს
ქლაბ შოუს (კატეგორიულად!)


2.
ვარსკვლავების აკადემიას
ჯეოსტარს (მხოლოდ მეგობრებთან ერთად, თუ მათთან ერთად მოვხვდებოდი ტვ-სთან კონცერტის დროს. ადგილზე ვერკვეოდი ხოლმე მონაწილეებში და შემდეგ კვირას უკვე შედარებით გარკვეული ვუერთდებოდი. მათთან ერთად ყოფნა არ მეთმობოდა და ბოლოს შევეჩვიე ამ გადაცემასაც :) )
ჯეო-ბარს (მხოლოდ პირველში ვერკვეოდი ცოტა, ახალი იყო და ყველა ლაპარაკობდა, ასე რომ თავიდან სახელების დონეზე მაინც გავიგე. ჩართვით ვერ ჩავერთე და მერე უკვე აღარ დავინტერესებულვარ)


3.
საინფორმაციო გამოშვებებს (საკუთარი ინიციატივით - არასოდეს. გამონაკლისი იყო აგვისტო)
ვიდეო პატრულს (ანუ ღამე არა მშვიდობისას)
კავკასიას - არც ერთ გადაცემას. მინდა რომ ეს სიხშირე საერთოდ დაიკარგოს, რომ არხიდან არხზე გადართვისასაც კი არ შემხვდეს
საკანს (აღარ შემიძლია ამდენი მარაზმი ერთ პატარა ქვეყანაში)
პროფილს - ამ გოგოს ხმა ჯერ კიდევ გადაცემა "დროების" დროიდან მიშლიდა ნერვებს ისე, რომ მის მომზადებულ სიუჟეტებს ვერ ვუყურებდი, რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო. ახლა გამონაკლისს ვუშვებ ხანდახან, თუ სტუმრები ან თემა არის კარგი და სხვა არხზე - არსად არაფერი
საოცარ სერიალებს, რომლებიც N რაოდენობით გადის თითო არხზე ("ჩვენი ცხოვრებააა სასტიკი სიყვარულიაააა...." ;))




პრინციპში იმის ჩამოთვლა, რას არ ვუყურებ, მივხვდი რომ შორს წამიყვანს.
ამიტომ მოკლედ, რას ვუყურებ დიიიდი სიამოვნებით:

ექიმი ჰაუსი (გავაფანატე ეს სერიალი)
შუა ქალაქში (ნუ, ამაზე ლაპარაკიც არ არის :) )
და

i tak dami i gaspadaaaa
"ღამის შოუ" იმედის არხზეეეეე! :)))))))

ნუ ამ ბოლო დროს სერიოზულად შევჯექი და ველოდები. მართლა გავაფანატე, იმიტომ რომ აქვთ მართლა ძალიან კარგი იუმორი, აი უძალიანესად, მე რომ მიყვარს, მესმის და ვგიჟდები, ისეთი. ჩვენიანები არიან, რაა :) nash chelavek! ;) ბოლო ორი გადაცემაა ისე ვიცინი, ისე გულიანად, რომ მუცელი მტკივდება სიცილისგან :)))

უხ, კარგია, კარგი :) გაიხარონ გოგიჩაიშვლიმა და მისმა სცენარისტებმა :)

გემოვნებაზე არ დაობეეენ?! ვიდაოთ? ;) :) არ გვინდა ბატონო, კარგი. მე უბრალოდ ჩემი არა/fავორიტები ჩამოვთვალე და გაგიზიარეთ.

კიდევ ვუყურებ რაღაც-რაღაცეებს არაქართულ არხებზე, თუ სახლში ვარ, რა თქმა უნდა. კერძოდ კი стс-ზე 1-2 კომედიურ არასერიალურ სერიალს და 1-2 საკაიფო გადაცემას.

პრინციპში მორჩა. +/- ფილმები და გამონაკლისის სახით რამე სხვა გადაცემა (ეს უკვე არარეგულარულად).

ჰა, იმსჯელეთ, გამიზიარეთ აზრები

Comments

Kalo said…
როგორ ცისია, იუმორინასაც არ უყურებ? :-):-) ყოველ დღე როა იმედზე? :-):-):-)
ნუ, შუა ქალაქი და ღამის შოუ იმედზე კონკურსგარეშეა უდაოდ.
ჰაუსს მეც ვუყურებ სიამოვნებით და რამოდენიმეჯერ bad girls თუ რა ქვია, იმ სერიალსაც ვუყურე.
უკატეგორიულესად არ ვუყურებ აქუბარდიას საზარელ გადაცემებს :-)
ასევე სამოთხის ვაშლებს, ჯოჯოხეთის მაშხალებს და მსგავს იდიოტობებს.
რაც შეეხება მაია ასათიანს, მე მივხვდი, რომ ბვშვობაში აიძულებდნენ ინდური ფილმებისთვის ეყურებინა და ეხლა ჩვენ გვგრუზავს. მაგრა ვცემდი მაგ გოგოს რაა
ხოო, კიდე რა, სად, როდის-ს ვუყურებ.
მეტი არ მახსენდება.
ისე ჩვენი ტელევიზიები მაინც ყველა ერთი ნაგავია
© said…
ხო, მაია ასათიანს მინდა ხოლმე რომ კისერი "წავაწყვიტო" :))))
სამოთხის ვაშლები და ჯოჯოხეთის მაშხალები მაგარი იყო :)))))))))))))) მართალი გითხრა არც მინახავს არც ერთი გადაცემა (ისე, დღეს ვფიქრობდი, ისეთ საქმეს ვაკეთებ, თითოჯერ მაინც უნდა მქონდეს ყველა გადაცემა წესით ნანახი და აზრზე ვიყო რა რა არის :) )

ხო, რა სად როდის კარგია, ღრმა ბავშვობიდან ვუყურებდი რუსულს და ძალიან მიყვარდა. ქართულს რატომღაც ისე ვერ ვამუღამებ. მე მაპატიეთ... :)
Keti said…
აუ, თუ წახვალთ ასათიანის კისრის წასაწყვეტად, წამიყვანეთ :დ
მისი ხმა სერიოზულად მაღიზიანებს! აღარაფერს ვამბობ სიუჟეტებზე, წამყვანის "პროფესიონალიზმზე" და ა. შ.

სამწუხაროდ ხანდახან ყურის მოკვრა მიწევს, რადგან შინ სულ ჩართულია ტვ და ბინა კი პატარა გვაქვს :)

ერთადერთი, რასაც ველოდები – "შუა ქალაქშია". იმედის "ღამის შოუს" არ ველი ხოლმე, თუ შევესწარი – ვუცქერი. სულ ესაა ჩემი "მაყურებლობა" :)
ketty said…
kaloo, zalian bevri vicine shens komentarze:))
cartwheel said…
გაუ, კარგ ხალხს!

პირველად შემოვეხეტე აქ.

კარგია.

მოგაკითხავ ხოლმე.

ახლა თემაზე.

წიგნს იცი რა მუღამში ვკითხულობ?


თუკი ერთი აბზაცი. ან ერთი ფრაზა შემხვდა მაგარი, ვამბობ რომ ამ წიგნის წაკითხვა ღირდა.

რომ ის კაცი, რომელმაც ეს ერთი ფრაზა დაბადა, უკვე პატივსაცემია.


ჰოდა ამ ჩვენ ახალ იუმორისტულ ტაიფუნსაც ასე ვაფასებ:

თუკი გადაცემაში ერთი მართლა იუმორი გამოერია, კმაყოფილი ვარ.


შენ,ც ასე გირჩევ.


სხვათაშორის გუშინ მარჯანიშვილში "პიგმალიონზე" ვიყავი, აუცილებლად უნდა ნახოთ.


თან რომ უყურებთ უნდა წარმოიდგინოთ რომ აკა მორჩილაძეს კითხულობთ.

ძალიან კარგი იყო,
გირჩევთ.
© said…
ძალიან, კარგი, თუ შემოიხედავ ხოლმე! :)

ოოო, პიგმალიონი ისე დაახასიათე, მომინდა ნახვა. აკა მორჩილაძის ეშხით მაინც :)რა უცნაურია, აკა მორჩილაძეს რომ შეადარე... საინტერესოა

წიგნზე დაგეთანხმები, შეიძლება ალბათ, ასე, მაგრამ იუმორზე ეტყობა მკაცრი ვარ :)) კი, ერთი კარგი ხუმრობაც ბევრს ნიშნავს, მაგრამ მთლად მარტო ერთით ვერ შევაფასებ მთლიანად დადებითად
cartwheel said…
This comment has been removed by the author.
cartwheel said…
"pigmalioni" aka morCilaZis scenariTaa. ki ar Sevadare.
rodis gadis, ar vic oRond.

Teatris
+995 32 955 966 (სალარო)
+995 32 95 35 82
© said…
ვა, ნამდვილად არ ვიცოდი. საინტერესოა.

მადლობა ნომრებისთვის
Lalena said…
isaaa, au mec mase var, zustad :O :O :O :O
S.P. said…
მე ან არაფერს არ ვუყურებ, ან ვზივარ ტელევიზორთან გაშტრებეული და ვუყურებ ყველაფერს პადრიად :)))))))) ასეც მემართება ხოლმე.

თუმცა აი სამოთხის ვაშლებზე ვერ გავედი მაინც ჯერ :))))))))))))))

ისე ძაან მძიმე თვე მქონდა პულტი რო დაიმტვრა (ცხადია კედელს შეენარცხა აღელვებული საუბრისას როგორც ხდება ხოლმე).

შუაქალაი და იმედის ღამის შოუ ან ღამის იმედის შოუ ფავორიტებია აქაც.. და რუსული კამედი კლაბი, ტენტეზე.

დანარჩენი?

დანარჩენი იშვიათად რამე მოსაწონი.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..