gonieault 2007-2008

ზღვა მომინდა უცებ. უცებ - გუშინ საღამოდან. მეგობართან ვისხედით. ეტყობა ზედმეტად კარგად ვგრძნობდი თავს, ეტყობა კი არა, ასე იყო. და ასეთ მდგომარეობაში (შუალედებში, როცა არ ვლაპარაკობდი, არ ვხუმრობდი და არ ვიცინოდი) გამახსენდა ის შეგრძნება, რაც ზღვაზე ყოფნისას მაქვს ხოლმე. შეიძლება ვინმემ გაიხსენა კიდეც და იმიტომ... შეიძლება იმიტომ, რომ იქ მყოფი დანარჩენი 6-დან 3-თან მაკავშირებდა ზღვური ასოციაციები. დანარჩენი 4-5 არ იყვნენ გუშინ სახეზე :)
და კონკრეტულად რა მომინდა და სად? - გონიო!... ისევ გონიო, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შარშანდელისა... (ამ თემის გაშლას და ამაზე ლაპარაკს უკვე სასტიკაც ვაპროტესტებ)

ხოდა სად გავჩერდიიი? ხო, სად და ზღვასთან. იცით როგორ მინდა, სხეულით რომ გრძნობ, ტკივილამდე რომ შეიგრძნობ, ისე რომ გინდა. აუუუუუუუ. ზღვის ყივილი :)
აი ეხლა რას არ მივცემდი, ისევ გონიოში 3 ლარიან შეზლონგზე რომ წამომაწვინა, მზე იყოს, თუნდაც მწვავდეს, ისეთი და ზღვა - დეკორაციასავით მშვიდი, ოდნავ შშ-ს რომ შვება... და შეშრობას ველოდებოდე, რომ მერე ისევ ჩავიდე, მერე ამოვიდე, მოვწიო ჯერ კიდევ სველმა, ზღვიდან წამოსული ნიავი ხელს მიშლიდეს ანთებაში, სიცილით ვიფარებდე ”პარეოს”, ან პირსახოცს თავზე და იმის ქვეშ ვცდილობდე სიგარეტის მოკიდებას. თუნდაც თავებზე იარონ ფეხშიშველმა გამყიდველებმა და ყურებში ჩამყვირონ: ”ლენტები, ელემენტები, ცხელი სიმინდი, აბა ბაქლავა, ფახლავააა...”

მერე ყველანი ჩვენს საყვარელ ბუნგალოში ავდიოდეთ, უთქმელად, თავისთავად ცხადად, ბუნგალოში. იქ, სადაც დილის ზღვიდან სახლში ასვლამდე დრო გაგვყავს ხოლმე. მე - ჭვიშტარს ვუკვეთავ და ცივ ყავას, მიუხედავად იმისა, რომ 1-2 საათში უკვე სადილი გველოდება. არა, აქ მაინც სხვაა, ზღვისკენ რომ იყურები, მზე უკვე ისეთ ზენიტშია, დამწვრობა შეიძლება მიიღო, კიდევ რომ დარჩე შეზლონგზე (თუმცა ეს ზოგიერთებს არ ადარდებთ, მაგალითად დათოს, რომელიც უკვე ძირძველი პაკისტანელის ფერია და რა დაწვავს. ის და რამდენიმე არანორმალურიღა წევს პლjაჟზე.
ბუნგალოში ამოსვლამდე დათოს ვთხოვთ, ნუ დაიძინებს აქ და მალე ამოვიდეს. დათო უხმოდ გვიქნევს თავს და კიდევ ერთხელ შედის ზღვაში (შედის, და არა ”შედგაფუნობს პროვინციულად” :))) ეს მისივე სიტყვებია :D ) და მერე რა თქმა უნდა თვლემს, ეწევა, თვლემს და როდის როდის შემოგვიერთდება.
ჩვენ ამასობაში ბობ მარლის ფონზე ვგრილდებით. ამ ბუნგალოში წლებია უკვე ერთი და იგივე დროს ერთი და იგივე სიმღერებს რთავენ და შევეჩვიეთ ამას. სახეები გვეწვის, ბეჭებიც. ცივ ჭიქას ლოყაზე ვიდებ ნეტარებით და მერე იმავე ჭიქიდან ასევე ნეტარებით ვწრუპავ ცივ ყავას ნაყინით. აქ ამ ადგილას ცოტ უბერავს ნიავი, ოდნავ გრილი, მოაჯირზე ჩვენი პირსაცოხებია გადაკიდებული, ჩვენც იქვე ვსხედვართ, კარგად რომ ვხედავდეთ ზღვას, იქვე ჩვენი კამერები ყრია, ანუ იმ ნაწილის, რომელებიც ჯერ კიდევ ვერ შევსულვართ სიღრმეში დამოუკიდებლად და სულ არ გვრცხვენია კამერით ცურვა :)
ვეწევით, ვიცინით, და არაფერზე არ ვფიქრობთ, არ ვნერვიულობთ, უბრალოდ ვისვენებთ და სიამოვნებას ვისრუტავთ მთელი არსებით. სიამოვნებას იმისას, რომ ისევ აქ ვართ, ისევ ერთად ვართ ყველანი, ისევ არსად გვეჩქარება, ისევ კარგი ამინდია და წინ კიდევ ბევრი დილაა მზიანი, ბევრი შუადღე - ძალიან ცხელი, გრილ ოთახში ან ჩვენს საყვარელ ვერანდაზე გასატარებელი, ბევრი საღამო - თბილი, ზღვიანი და ნეტარებიანი, მერე ვახშმიანი და სასადილოში შეყოვნებიანი, მსჯელობიანი - სად წავიდეთ დღეს საღამოს :) ხანდახან იქვე შერჩენიანი, არაჩვეულებრივად ხალისიანი, ბევრი გვიანი საღამო და ღამე - ვერანდაზე, ზღვის პირას, ბარებში, ბოდიალში, სიცილში გასატარებელი....

მინდა, ძალიან მინდა, ისევ ისე, როგორც შარშანწინ (და არა შარშან!), იმის წინ...

შემოდით, რა, ამ პოსტის მთავარო გმირებო, а также არავინ ყოფილა იქ. არა, იყვნენ :) მაგრამ აქაური მისამართი არ იციან ;) შემოდით ”და მარქვით ომახიანად: თუ არც შავი ზღვის ეშხია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი გონიო ასე რამ გააპიარა?!” ჰარც. :)

პ.ს. მეგობრებო, მომიტევეთ, მხოლოდ დათო რომ ვახსენე სახელით :) უცებ ძალიან მომინდა ყველაფერი დეტალურად აღმეწერა, მაგრამ ეს ბევრ დროს წაიღებს ახლა და ბევრ ქაღალდს, არა და "с бумагой в стране напряженка!" шучу :)
я напишу об этом, я все напишу :) ამ თემას - გავშლი, სიამოვნებით :)

Comments

Kalo said…
chveni cxovrebis gonioebi :-):-):-)
zaan magaria. gansakutrebit menatreba kamerit curva da shuadgisas bungaloshi civi cvenis sma. tu oficintic rames gadagvsxavs tavze mit uketesi :-):-):-)
auu, gaxsovs ramdeni vicinet sophos mteli podnosi rom daacala tavze? da me chantashi nayini rom chamigdoo? :-):-):-)
cavalt am zapxulac, imedia.
da mshvidoba ikneba, imedia
© said…
:)))

და ამ ყველაფერთან ერთად იმ საწყალ ძაღლს თავზე რომ დაადგა, თუ ტანზე და ასე ძაღლზე მდგომი, პოდნოსით ხელში რომ ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას :)))) აკრობატი :))

ხო, იმედია, იმედი... იმდენი რაღაცის იმედი მაქვს, რომ არ ვიცი, პირდაპირ, რააა :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..