როგორ ებრძვიან პირველ არხზე უწიგნურობას, ანუ ვინ დაწერა ”ფიგაროს ქორწინება”

გამოგიტყდებით, არ ვუყურებ საზოგადოებრივ მაუწყებელს. არც ძველი ფორმატი მხიბლავდა მისი და არც ახალს აღუფრთოვანებივარ. თუმცა არის ერთი-ორი გადაცემა, რასაც შეიძლება ”შეხედო”. მაგრამ რომ ჩაუჯდე და უყურო.... ნუ, მე - ვერ და ისე ეს ჩემი სუბიექტური აზრია

გუშინ ”ცხოვრება მშვენიერია”ს მოლოდინში (ესეც იმიტომ, რომ ჩვენი სამსახურის შემოქმედებითი ჯგუფი, ანუ ”კრეატივი” იყო გადაცემაში და ამუშავებდნენ თემას ”უწიგნურობა საქართველოში”, შემდეგ კლიპიც გადაიღეს სახელდახელოდ, და მოკლედ ამიტომ მინდოდა ნახვა. ამ თემას - არ განვავრცობ). - ”რამდენჯერმე გადამერთო” და მოამბის ბოლოს კულტურის სიახლეებს მივუსწარი...
საკუთარ მომხიბვლელობაში თავდაჯერებული წამყვანი გოგონა რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ მარჯანიშვილის თეატრში დგამენ შექსპირის კომედიას ”ფიგაროს ქორწინება”!
მიუხედავად იმისა, რომ გრიპმა საკმაოდ დამასუსტა, ძალიან მკვეთრი მოძრაობით წამოვიმართე ტახტიდან, სადაც წამოწოლილი ვიყავი, და ოჯახის წევრებს გადავხედე, რომლებსაც დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდათ.
კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება ადამიანმა მექანიკური შეცდომა დაუშვა. რა თქმა უნდა ეს მისაღებია და საპატიო. ვის არ მოსვლია. მაგრამ!!! როცა ხარ ჟურნალისტი, როცა გაქვს პრეტენზია მოამბის კულტურის სიახლეების წაყვანაზე, როცა გაქვს პრეტენზია რომ ხარ განათლებული და ამ სფეროზე შეგიძლია საუბარი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერისთვის ემზადები ცოტა აზრზე მაინც ხომ უნდა იყო, რას ლაპარაკობ?!
თავს დავდებ, ეს არ იყო მექანიკური შეცდომა! არ არსებობს! მით უმეტეს, როცა დაწერილი აქვთ ტექსტი, სიუჟეტი - წინასწარ მომზადებული და დარწმუნებული ვარ არაერთი ადამიანის მიერ გადამოწმებულ-ნანახი. სპონტანურად ხომ არ გადაწყვიტა ჭოლამ ამ სპექტაკლის დადგმა და ჟურნალისტებიც შემთხვევით ხომ არ აღმოჩნდნენ ასევე შემთხვევით გამართულ რეპეტიციაზე? და სიუჟეტიც ”შემოეღოთ” უცებ? და არც დამონტაჟებისას, არც ტექსტის ჩაწერისას და არსად არავის მოხვედრია თვალში და ყურში, რომ ერთი და იგივე სისულელეს იმეორებდნენ, თან არაერთხელ? მექანიკური შეცდომის დაშვება ერთ რეპორტაჟში რამდენჯერმე არ ხდება, თან მომზადებულ-დამუშავებულში....

და ამის მერე, სულ რაღაც 1 საათში მიდის თემა იგივე არხზე - უწიგნურობა საქართველოში!

არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არც ზედმეტი ამბიციები მამოძრავებს. რაც ვიცი - ვიცი და რაც არ ვიცი - არ ვიცი და იმას არც ვაკეთებ და არც ზედმეტს ვლაპარაკობ

ვიცი, რომ არ არის აუცილებელი, ყველამ იცოდეს ვინ იყო ბომარშე, არ არის აუცილებელი, ყველას წაკითხული და მოსმენილი/ნანახი ჰქონდეს ”ფიგაროს ქორწინება”, ნამდვილად ვერ მოსთხოვ ამას ყველას. არც მე მაქვს წაკითხული, ნამდვილად და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ; მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, ვისია და ისიც, რომ შექსპირს, რომელიც სხვა საუკუნეში და სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა - არ დაუწერია.
მოცარტი მაინც ეთქვათ, მოცარტი! რაღაცით ახლოს იქნებოდა სიმართლესთან....
ტელევიზიაა, ბოლოს და ბოლოს! ვახ....

აი ასეთი მშვენიერია წიგნიერი ცხოვრება პირველ არხზე

Comments

Marika said…
ეეეჰ, ნენა, შენც დაგაბეჩავა ხომ მაგ ვირუსმა.
მეც მაგ დღეში ვარ. არ ჩავუწვეთ! ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის! (სიცხე მაქვს). ძირს უწიგნურობა საქართველოში. ისე, რაღაც ალმანახიდან მახსოვს, საქართველოში ანალფაბეტიზმის კვოტა (ან ეს რა ქართულია, ვახ მე)5 %-ია. ავღანეთში იყო ზა ტო 67 მგონი (კბილებდაღრჭენილი სმაილი უნდა აქ)
© said…
:))))))))))))))))))))))))))

adin za vsex! vse za adnavo! :)))

ხო, მარი, ეგეც თქვეს, რომ 45 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე ვართ თუ რაღაც ასეთი...

ისმოდა კბილთა ღრჭენანი :)

შენაც, ბრ... მარეკ?! :) ხო, მამისგან შევიტყე გუშინ, რომ ავად ყოფილხარ... და არ იფარებ სახეზე ნიღაბს :))))))

შემო, რა, სადმე საკომუნიკაციო ალაგას :)
Kalo said…
რა ყველა გაციებულები ხართ. რა ამბავია, მოგცელათ ვირუსმა? :-)
ცისია, შენ კიდე რამ გაგაოცა, პირველად ნახე დფა მოისმინე საოცრებები ქართულ ტელევიზიაში?
გაზის სექტორი მაინც არ გაგიგია? ან პირველმა ლედმა რომ საავადმყოფო მოინახულა? :-):-):-)
Lasha Gabunia said…
ხი–ხი–ხი!
ესეც ნახე პირველ არხზეა:

http://www.myvideo.ge/?video_id=147264
© said…
ERMONIA, მოვისმინე :))))))

კალო, "პირველმა ლედმა" - მახსოვდა და აი "გაზის სექტორი" - არა :))))

არ მიკვირს, მაგრამ მაინც გავბრაზდი თუ რავი, რა. მექანიკური შეცდომა კიდე სხვაა, თუმცა ასეთი მარაზმატული მექანიკური კი არა არანაირი არ უნდა იყოს, ცხადია (გაზს და ლედს ვგულისხმობ) :)) მაგრამ...
Katiée.Ge said…
მუაჰაჰაჰაჰა

შუაღამე რომ არ იყოს და ყველას არ ეძინოს, ერთს გემრიელად გადავბჟირდებოდი :D
ketketa said…
ვაიმე რა წარმოუდგენელი სიბნელის პარადია პირველ არხზე. კატასტროფა.

პიველმა ლედმა:))))))))))) ნერვები დამაგლიჯა რომელიღაც გადაცემამ და მას მერე აღარ ვუყურებ. ის ნინო ქაჯაია კიოდა მაშინაც მახსოვს.

აუ მომენატრეთ ბავშვებო:)
Keti said…
რას ამბობ, ცისი, რომელი უწიგნურობა, ჩვენთან ტაქსის მძღოლიც კი ორდიპლომიანია! :დ

იცი, გული მტკივა, როცა ასე დამახინჯებულ ქართულს ვისმენ და ეს მხოლოდ ეს ერთი პრობლემაა, რაც ქარულ ტელევიზიას (და ზოგადად ჟურნალისტიკას) აქვს.. მერე მოსახლეობის უმეტესი ნაწილიც ასე იწყებს მეტყველებას.
Keti said…
რა სასაცილოდ გამომივიდა :დ
ქართულ
და ერთი "ეს" – ზედმეტია :)
© said…
არა უშავს, ქეთ, აზრი გასაგებია :)

ორდიპლომიანებიიიი :))))

ზოგან ხომ არის მრავალცოლიანობა, ჩვენს ქვეყანაში არის მრავალდიპლომიანობა :)))

ერთი ახლობელი იძახდა მაგასთან დაკავშირებით - ორი დიპლომი რომ მქონდეს, ტაქსისტი ვიქნებოდიო :)

ასეე...

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..