"ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები"

ფანქარი მინდაა, ფან ქა რი! თან ზუსტად ასეთი! ისე ვერ ვაგრძელებ წერას. არა და მინდა. ხოდა ჩემი ფანქარი მიითვისეს :)) დამეზარა ახსნა, რომ მჭირდება და მინდა ეს ფანქარი და თან რაღაც პატარა ბავშვივით ქცევა გამოვიდოდა. და დავიკიდე. და ახლის ყიდვა კი მავიწყდება. ნუ, ორიგინალს ვეღარსად ვნახავ, ცხადია. მაგრამ არა უშავს. რას არ იპოვი ინტერნეტში. და აი, ვნახე მეც ჩემი ბლოკნოტი, ჩემი საყვარელი ბლოკნოტი. მართალია გვერდის მისამართი არ იყო ზედ მითითებული, მაგრამ მონდომებული და აზრიანი ადამიანი... მოკლედ, აი, ასეთი ბლოკნოტი მაქვს, რაც ფოტოზეა, ზუსტად ამ ფირმის , ოღონდ წითელი, ოდესღაც თავისი ფანქრით, handmade in Italy. წითელი რატომღაც არ უდევთ საიტზე. ბლოკნოტი არ მახსოვს რამდენი ხნისაა. არც ისე დიდია ჰასაკით. ყოველ შემთხვევაში სულ ახლად გამოიყურება და თუ არ გადაშლით (და ცხადია არ გადაშლით :)) ), ახალი გეგონებათ. სულ რაღაც 7-8 (ჩა)ნაწერიან და 1 ნაჯღაბნიან (!). სუნი აქვს რაღაცნაირი. მაგარი. და მიყვარს. მოკლედ, დავასრულებ ოდესმე იმის წერას, რაც იქ გასულ ზაფხულს დავიწყე და ვეღარ დავასრულე. გონებაში დიდი ...