"ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები"

ფანქარი მინდაა, ფან ქა რი! თან ზუსტად ასეთი! ისე ვერ ვაგრძელებ წერას. არა და მინდა. ხოდა ჩემი ფანქარი მიითვისეს :)) დამეზარა ახსნა, რომ მჭირდება და მინდა ეს ფანქარი და თან რაღაც პატარა ბავშვივით ქცევა გამოვიდოდა. და დავიკიდე.


და ახლის ყიდვა კი მავიწყდება. ნუ, ორიგინალს ვეღარსად ვნახავ, ცხადია. მაგრამ არა უშავს.

რას არ იპოვი ინტერნეტში. და აი, ვნახე მეც ჩემი ბლოკნოტი, ჩემი საყვარელი ბლოკნოტი. მართალია გვერდის მისამართი არ იყო ზედ მითითებული, მაგრამ მონდომებული და აზრიანი ადამიანი... მოკლედ, აი, ასეთი ბლოკნოტი მაქვს, რაც ფოტოზეა, ზუსტად ამ ფირმის, ოღონდ წითელი, ოდესღაც თავისი ფანქრით, handmade in Italy. წითელი რატომღაც არ უდევთ საიტზე.

ბლოკნოტი არ მახსოვს რამდენი ხნისაა. არც ისე დიდია ჰასაკით. ყოველ შემთხვევაში სულ ახლად გამოიყურება და თუ არ გადაშლით (და ცხადია არ გადაშლით :)) ), ახალი გეგონებათ. სულ რაღაც 7-8 (ჩა)ნაწერიან და 1 ნაჯღაბნიან (!). სუნი აქვს რაღაცნაირი. მაგარი. და მიყვარს.

მოკლედ, დავასრულებ ოდესმე იმის წერას, რაც იქ გასულ ზაფხულს დავიწყე და ვეღარ დავასრულე. გონებაში დიდი ხანია დასრულებულია. უბრალოდ რატომღაც ვერ ვაგრძელებ, ვეღარ გადამაქვს ქაღალდზე. მაგრამ არა უშავს, მოევლება მალე. და იხილავს მერე დღის შუქს, ალბათ. ან - არც.
ხო, და რაც მთავარია, თუ დავდებ მერე აქ და რამეს მიამსგავსებთ, თუ სიუჟეტი გეცნოთ, ნუ იფიქრებთ, რომ მოვიპარე. ნურც იმას იფიქრებთ, რომ სხვებმა იცოდნენ, და მოიპარეს. არის გარკვეული დამთხვევები, რამაც ცოტა შოკი გამოიწვია, მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცას ადასტურებს და მოკლედ, არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. ჩემი ბოდვა - ჩემი ბოდვაა :)

p.s. გაინტერესებთ, რა შუაშია სათაური პოსტთან ან პოსტი სათაურთან? მოგახსენებთ :) ჯერ პოსტი დავწერე და მერე ის იყო უნდა დამეწერა სათაური: ჩემი წითელი ბლოკნოტი და შავი ფანქარი, რომ უცებ ეს სათაური თავისით გადაფარა მეორე სათაურმა, რომელიც თავის მხრივი სელინჯერის ერთ-ერთ მოთხრობას ჰქვია. ნუ, ალბათ უკვე შეეგუეთ ჩემი ასოციაციური აზროვნების მსგავს გამოვლინებებს.
მოთხრობა კი (სელინჯერის მოთხრობას ვგულისხმობ), თუ დაგაინტერესებთ, აქ არის (ოღონდ რუსულად).



მიყვარს Jerome David Salinger

Comments

Kate said…
შენც ჭდავ საკანცელარიო ნივთებზე ხო???
© said…
კიიიი :)))
იცი რა მახსოვს, ასპირანტურაში ვსწავლობდი, და დისერტაციის წერა უნდა დამეწყო. არ დავიწყე წერა, სანამ ჩემი მოსაწონი ბლოკნოტი არ ვნახე :) ნუ, დიდი მყარყდიანი რვეული, დიდი ფორმატის :)

ხოდა იმ დღეს გადავხედე, და იმდენი სხვადასხვანაირი რვეულ-ბლოკნოტი მაქვს კიდე შერჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მოვუსვი ერთ დღეს ხელი და თითქმის მთელი წარსული გადავყარე :)

შერჩენილი მაქვს და თან ყველას თითქოს თავისი დანიშნულება აქვს, ამის ჩაწერა იქ არ შეიძლება, იმის აქ და ა.შ. :))
© said…
ჰა ჰაააააააააააა :))) ახლა გადავხედე და ისე გამომივიდა, ვიღაცას 100 წლის ვეგონები :)))

არა და ეს სულ რაღაც მმმმ ალბათ 10 წლის წინ იყო?!... :(
Kate said…
არადა მე ახლა მაგისტრატურაზე ვარ და უცბად სუნთქვა შევიკარი :D :D :D :D

მეც ეგრე ვარ მჩვეული საკანცელარიო ნივთებს.

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..