შემთხვევით მოსმენილი დიალოგი

სანამ ისევ დამვიწყებია.

2 დღის წინ მაღაზიაში შევესწარი დიალოგს, რომელიც არ შემიძლია რომ არ გადმოგცეთ. დამავიწყდა და ახლა დომენიკოს განახლებულ ბლოგზე ბოდიალისას გადავაწყდი პოსტს, რომელმაც კვლავ გამახსენა და აი ის დიალოგიც (უფრო სწორად მხოლოდ ერთი მოსაუბრის პარტიას გთავაზობთ, რადგან დიალოგი მობილურით მიმდინარეობდა და პასუხები არ მესმოდა, მხოლოდ ვივარაუდე.):

- ალო, ხო მამა გიორგი, მე გირეკავდით
-
- რა მაინტერესებს, ამ კვირაში თევზის ჭამა შეიძლება?
-
- აა, ანუ ყველაფერი ხორცის გარდა?
-
- კარგით. გკოცნი, დაგირეკავთ. კი არა და მოვალ, მოსვლა მინდა.


არ მითხრათ, იქნებ მეგობარი იყო, რომელიც მერე სასულიერო პირი გახდაო. არა, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს დანარჩენი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ აშკარად არა მეგობარს და შიგადაშიგ თქვენობით ელაპარაკებოდა. გკოცნი...
კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ უნდა დამეწერა ეს :)))


პ.ს. ყურმილის აქეთ გოგო რომ იყო, მიხვდებოდით :)))) სამწუხაროა, ტონალობის და სტილის გადმოცემა რომ არ ხერხდება აქ. მაინც მგონია, რომ მიხვდებით და დაიჭერთ იმას, რისთვისაც დავწერე :)

Comments

ვჯიჟდები ეგეთ ფამილარულ მრევლზე :)))) ან შეიძლება სხვა ზედსართავი უფრო უხდება, რევიც...
This comment has been removed by the author.
მოძღვებთან საუბარზე რამდენიმე კომენტარს გავაკეთებ აქვე:
ვერ ვიტან ყველა ბრუნვაში "მამაო"–ს რომ ხმარობენ. მამაო წოდებითშია მხოლოდ, რა არის ასეთი გაუგებარი?!
ვერ ვიტან ყველაფერზე კურთხევას რომ ითხოვენ. მაგალითად, მამაო შეიძლება სასაფლაოზე გავიდე? აი არ მესმის რატომ უნდა იკითხო მსგავსი რამ. გინდა და გადი რა!
© said…
გეთანხმები na vse 100!
იდეის პროფანაციაა და იმის შედეგი, მორწმუნეობა/მარხვა/წირვებზე დასწერება ეტს მოდური რომ გახდა და ნამდვილი რელიგიური რიტუალისთვის აუცილებელი იდუმალება და კრძალვა დაკარგა.

რა მოხდა მერე, მოდისთვის რომ დადის ხალხი ეკლესიაში, ესეც პლიუსია, მთავარია, რომ დადისო - მილიონჯერ მომისმენია ასეთი და მსგავსი არგუმენტი.

ჰოდა რაც მოხდა, თავად ხედავთ. მარხვა ლამის დიეტას გაუტოლდა შინაარსით. უფრო სწორად - შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია და ფორმაღა შემორჩა, ისიც ყალბი. აწი რა მოხდება, იმაზე არაფერს ვამბობ.

რა თქმა უნდა ეს ყველა მორწმუნეს არ ეხება. ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ მოდური მორწმუნეების რიცხვი რომ დღითიდღე იზრდება, ფაქტია.

პ.ს. მამაიო წოდებით ბრუნვაშია მხოლოდ. აბსოლუტურად მართალია დონ შაკალი, მაგრამ ყველა რატომღაც ყველა ბრუნვაში ამ ფორმას იყენებს. არა და ძნელი მისახვედრ-დასამახსოვრებელი არ უნდა იყოს....
ლევანი დამიძახეთ :))

ნუ, მოდაში რომ არის, ეს ცალკე ტემაა საერთოდ და კომენტარში არ დაეტევა ჩემი შეხედულება ამ თემაზე. იქნებ ერთი ნაწერიც მივუძღვნა, ვნახოთ.
ok, boss :)

მოდური რელიგია და რელიგიის მოდურობა ჩვენი ტკივილია და ამ თემას არც ერთი კომენტარი ეყოფა და არც ათი.

ცალკე პრობლემა - სიბნელე და გაუნათლებლობა და რეფლექსების დონეზე აზროვნებაა. ამ რამდენიმე წლის წინ ერთ ფორუმზე თემა გაიხსნა - ვინ არიან სიონისტები და რატომ უნდათ მართლმადიდებლობის განადგურება. თემა თავისთავად სასაცილო/სატირალი იყო, მაგრამ მე ერთმა კომენტარმა მომხიბლა - რას ერჩით სიონისტებს, მეც სიონისტი ვარ, თბილისის სიონის ტაძრის მრევლი, უბრალოდ, წირვებზე ხშირად ვერ დავდივარო. აბსოლუტურად სერიოზულად დაწერა ტიპმა და ძალიან ეწყინა, მთელი ხმით რომ დასცინეს... აი ამის დამწერს თავი ჭეშმარიტი ქრისტიანი, ერის სიამაყე, დავითის და თამარის საქმის გამგრძელებელი რატომ ჰგონია, ვერ ვხვდები.
kalo said…
mrevlis msgavsi shekitxvebi mec isterikashi magdebs :-) magram is rac ertxel ert-ert gazetshi cavikitxe, poki iko. tu gainteresebt ra cavikitxe et-ert gazetshi, sheiaret chems blogze, memgoni sibnelit moculi kveyniereba davarkvi im posts :-)
gkocni, mamao ara raaa :-) kakoi ujzas
Kate said…
კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მივხვდით რისი თქმაც გინდოდა..




:||||||||||

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..