კუ დი ა ნი

მე რა, გამოდის რომ კუდიანი ვარ?! დღეს ფაქტიურად სიტყვა სიტყვით ასრულდა ის, რაც დავწერე. ვინც წაიკითხა რამოდენიმე პოსტის წინანდელი ჩვენი (მე და ჩემი მეგობრები) ერთობლივი მოთხრობა, მიხვდება, რაზე ვლაპარაკობ. ჩემს წარმოსახვაში გათამაშებული და მერე ფურცელზე გადმოტანილი მოთხრობის ჩემი ნაწილი დღეს ჩემს თვალწინ გათამაშდა. მითხარით, ელოდებოდით ასეთ გრიგალს ან ასეთ შედეგებს? ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ დილით მზეც ჩანდა... და აი მერე...

მერე მე მართლა ბოძს ვეჭიდებოდი, საღამოს. არა და რომ არ გავსულიყავი, არ შეიძლებოდა. სუულ პატარა გადასასვლელი მქონდა დარჩენილი მიზნამდე, მაგრამ ვხდვებოდი, რომ ეს რისკი შეიძლება სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. ჩემი წონა ქარის ძალას აშკარად ვერ გაუძლებდა და ვიდექი ასე, რკინის კონსტრუქციას ჩაჭიდებული. მართალია ეს გაჩერებაზე მდგომი ავტობუსის ნიშნიანი ბოძი არ იყო, მაგრამ ნუ ასეთ დეტალებს ნუ გამოვეკიდებით (თუ გაინტერესებთ, დახლია საკმაოდ არასტანდარტული ნივთებით მოვაჭრე კაცის).

ზუსტად, აი ზუსტად რაც წარმოვიდგინე წერისას, ის ხდებოდა. უბრალოდ გვიანი საღამო იყო უკვე და არც წიგნის გამყიდველები იდგნენ გარეთ და საერთოდ, ნორმალური ხალხი უკვე სახლებში იყო შესული. მე კი ჯერ საქმეზე და მერე უკვე არასაქმეზე და საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად მივიჩქაროდი...
ნუ, გადავრჩი და მოთხრობის გმირივით არ მომსვლია. თუმცა, ის ნაწილი უკვე მე არ მეკუთვნის და იმედს ვიტოვებ, ვინც მოვლენები შემდგომ ასე განავითარა, არც იმათ მოუვათ რამე :)

პ.ს. ნაწერი არეული თუ გეჩვენათ, მსუბუქ სიმთვრალეს დააბრალეთ. მაგრამ in vino veritas (სწორად დავწერე?), ასე რომ არაფერი მომიტყუებია! kljanus' chestju! nu, padla budu! :))

Comments

Marika said…
c, იცი, რომ დღეს მეც ზუსტად იგივე დამემართა? ნუ, ეგ ბევრს დაემართა, მაგრამ როდესაც რომელიღაც სახლის კედელს ვეჭიდებოდი ქარს რომ არ წავეღე, თვალებიც დავხუჭე იძულების წესით და ვფიქრობდი იმაზე, ჩვენს პერსონაჟზე, ჩვენს გაუგებრობაზე. მეთქი – ასე აგიხდა ყველაფერიიი :))) მეც ის ვიფიქრე, ნეტა დანარჩენი უაზრობებიც ხომ არ უნდა ახდეს მეთქი :) თან ჩემს ნაწილში ჩვენს გმირს თავში რაღაც ხვდება და სისხლისგან იცლება, სერიოზულად შევშფოთდი :)))
kalo said…
da chemi personaji vabshe komashi vardeba :-):-)da mere ragac idiotobebshi exveva vigac vajbatonebtan :-) uimmm, ar minda genacvale. gamanebet tavi :-):-):-)
Keti said…
პერსონაჟების ბედის გაზიარება :)))

არა, მაინც რა გრიგალი იყო...
ketketa said…
:)))) მოთხრობის ახდენაზე იმდენი ვიცინე:))))))))))))

აუ ჩემი ოფისის წინ კორპუსს მიშენებული აივნები და რაღაცეები აქვს და ბოლო სართულის მფლობელი ეტყობა მანსარდის გაკეთებას აპირებდა, მიმდგარა–მომდგარა, მეტალოპლასტმასის ამოჩემებული ფანჯრები ჩაუსვამს და ვინ იცის კიდე რისი იმედი ქონდა, რომ ამ მიშენებული აივნის სახურავი ვაშლის კანივით ააფრცვქნა გრიგალმა:)))) დღემდე ისე ქანაობს, წკიპზე დაკიდებული, ჩვენ მთელი დღე კოლიზეუმში შეკრებილი ბრბოსავით ვსკანდირებდით, ჩამოვარდი ჩამოვარდიო, მარა შენც არ მომიკვდე. იკონწიალა, ჩაჩეხა ირგვლივ ხის ტოტები, მარა პრინციპულად არ ჩამოვარდა:)) სამაშველო სამსახურს დავურეკეთ, მოვიდნენ, კორპუსის ძირში ასფალტი მოგავეს და წავიდნენ:))))))

და ჩემ სახლში რა ხდებოდა, არ იკითხოთ:))) შტორმი:)) კორპუსი ისე ქანაობდა, გულის რევა ვერ მოვიშორე. გემზე არ ავიშვები მე.
Kate said…
მე უნდა წამეკითხა ეგ მოთხრობა და ვერ მოვახერხე იმ დღეს.
ამ დღეებში თუ მოვახერხე, წავიკითხავ.
გამოცდები მაქვს და ვერ ვეკარები კომპიუტერს.
© said…
:) :) :)

ეს ყველას გეკუთვნით, ცალ-ცალკე პასუხის გაცემა დამეზარა, მაპატიეთ :) :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..