ნაწილი

- Одиночество?! Я вам расскажу про одиночество! 
И уселась возле камина, не обращая внимания на вопросительный взгляд серых глаз. 

უცებ თავში წამოუტივტივდა ფრაზა, უფრო სწორად ნაწყვეტი ფრაზისა - ”когда всего этого добьешся, больше всего волком завыть хочеться”… ’Да вот и захотелось уже… Дошла до этого…’ ცოტა ხანი კიდევ დაჰყურებდა გასაღებების ასხმულას ხელში და ბოლოს ბუხარში მოისროლა. რაღაცნაირად ზანტად ადევნებდნენ თვალს, როგორ დნებოდა რკინა. ’ესე იგი დღეს აქ ვრჩები’ - გაიფიქრა. არა, გამიზნული ჟესტი არ იყო ეს. უბრალოდ საოცარი სიცხადით იგრძნო, როგორ უნდოდა უცებ ეს ყველაფერი აეღო და ცეცხლში შეეყარა; მერე თითქოს ამ "ყველაფერმა" ერთად მოიყარა თავი რამდენიმე გასაღებში და ახლა მის თვალწინ იწვოდა მანქანა, ის საოცარი სიახლის სურნელი მანქანაში, რომელიც ასე მოსწონდა პირველი სამი თვე, იწვოდა სახლი, ყვავილები. job? - ისიც აქ იწვოდა. ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ”აგროვებდა” და რაც მის ხელში იყო უკვე. და რა? “Viel lieber würde ich Augenblicke sammeln” - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცარიელი ჭიქა გაუწოდა. დაუსხა. დალია. მერე კურტკა და ქუდი სადღაც მოისროლა და ”მოკალათდა”. რასაც ჰქვია მოკალათდა. 
- დარჩები? 
- მშია

მერე ჭამდნენ. ნელა. უხმოდ. უხმოდვე დაცალეს პირველი ბოთლი. ამ оцепенение-დან ხმაურმა გამოიყვანათ. ბევრნი იყვნენ. როგორც ყოველთვის. თითქოს რაღაც კანონზომიერება დაირღვეოდა, ცალ-ცალკე რომ ევლოთ. მოლეკულების ქაოტურ მოძრაობას აგონებდნენ. უთხრა კიდეც. ოღონდ მერე. როცა უკვე позади იყო კიდევ ერთი ხმაურიანი საღამო, ერთ-ერთი იმ საღამოთაგანი, ”ხვალ დილით ადრე ასადგომები არ ვართ” რომ ჰქვია. ხო, მერე უთხრა, როცა უკვე პირში სიმშრალეს გრძნობდა ორივე. და თავში რძისფერ ბურუსს. როცა უკვე სუნთქვაც აღარ იყო გახშირებული. 

მანამდე კი... ბევრი დალია. ალბათ ათჯერ მაინც არ უპასუხა შეკითხვას ”აქ რჩები?” არავის უპასუხა. არც ერთს! ასე იცოდა: უბრალოდ არ გიპასუხებდა. შემოგხედავდა და არ გიპასუხებდა. და არც გაბრაზდებოდი. არც გაღიზიანდებოდი. ასე შეეძლო. არც დახმარება ისურვა. - აგილაგებთ, ხო?! ხელი აუქნია, небрежно. გამჭვირვალედ გაიელვა თითებმა ცეცხლის ფონზე. და არავინ შეწინააღმდეგებია. 
ხმაურითვე წავიდნენ. 

- ავალაგოთ? 
გაუღიმა პასუხად. პირველად გაიღიმა მთელი საღამოს მანძილზე. არა, იცინოდა, სხვებსაც აცინებდა და თვითონაც იცინოდა. იმხიარულა (?!) მაგრამ არ გაუღიმია. ეს სხვა იყო.

.......

ხალიჩა ძალიან რბილი იყო. ოთახი უკვე თბილი. ძალიან თბილი. 
- ვერ ვიტან, ბანალურად რომ წვიმს 
- ვერც მე 
ერთმანეთს გადახედეს და გადაიხარხარეს.  

ცეცხლი მთელი ღამე ენთო (я позабочусь об этом - ეს პირობა იყო, მანამდე დადებული და შესრულებული)

Comments

Arsen said…
здорово, мне нравится...
© said…
სპამი მეგონა და ადამიანი აღმოჩნდა :)
ketty said…
gogo, meramdened shemovdivar ak da isev igive posti mxvdeba:) dacere ra rame axali,vax!:) ras aketeb erti vicode:)

ertguli mkitxveli
© said…
:))))))))))))) ერთგული მკითხველიიი :))))))))))

ჩემო ერთგულო მკითხველო, გუშინ ვჩიოდი ზუსტად, მუზა აღარ მომდის მეთქი :( იმედია სამუდამოდ არ მივუტოვებივარ :)))

გეუბნები, რა, "როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან" ამბავია. ოღონდ როგორც ერთხელ უკვე დავწერე: ან მე დავყრუვდი და ან მუზებს აქვთ სმენითი ჰალუცინაციები :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..