შკკკკკმრგნ

დღეს ალისა გადიოდა. პრინციპში, გუშინაც. და დღეს შაკიკი მესტუმრა. დიიიდი ხნის განშორების მერე. მივხვდი, რომ ეს ერთადერთია მყარი რაღაც არის ცხოვრებაში, რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმატოვებს. ცოტა ფარდის იქითა აზროვნება მეწყება ამ დროს. ვერ აგიხსნით. და წერა მინდება. არა და არ იცით, რად მიჯდება ახლა ეს, ეკრანთან ჯდომა და თუნდაც 5 წუთით გადაწევა ძილის, ერთადერთი გამოსავალის ამ დროს.

დღე იყო გრძელი. დავიღალე. მაგრამ მიხაროდა, რომ დავიღალე. სასარგებლო საქმეებით. და საღამოს ვიცოდი, რომ სულ რომ ვეღარ დავმდგარიყავი 2 ფეხზე, ოთხით წავიდოდი სადმე. "გასანიავებლად". საღამო თვითონ დაიგეგმა. ცხელი აბაზანა. უსწრაფესად ჩაცმა. ტაქსი. მეგობრის აყვანა გზად. და სტუმრად მეგობართან.

ჩაი. სერიალი. რეკლამა. საუბრები. ჩაი. სიგარეტი - მათ... ნელ-ნელა წამოვიდა. ნელ-ნელა დამეკარგა მეტყველები უნარი. ნელ-ნელა სადღაც გამჭვირვალე ბლანტი ფარდის იქით დავრჩი და იქიდან ვუსმენდი მეგობრებს. ამ ფარდის იქიდან მოვისმინე ახალი ამბავიც. ამ ფარდის მიღმა გამეღიმა სრულიად გულით. ამ ფარდის იქით უკვე "ძალიან კარგი" და ღიმილის მეტი რეაქციის მიცემის თავი აღარ მქონდა news-ზე.

ბუნდოვნად ვხვდებოდი, რომ ისევ რაღაც დამრჩა სათქმელი. უკანა გზაზე ტაქსში მარტო მჯდომს გამახსენდა: მიმიქარავს თიკო სადუნიშვილის ინტუიცია (არ გეგონოთ, ფანი ვიყო მისი. გადაცემის ბოლო ნაწილს შევესწარით და დავასკვენით, რომ ინტუიცია ჰქონია. არ ამახსნევინოთ, რა გადაცემის. მგონი ასევე ჰქვია). ხო, რა და. გზაში გამახსენდა, უფრო სწორად მივხვდი, რომ ბოლო დღეები არეულ ფიქრებში შეიპარა, გაკვრით შეიპარა აზრი, თუ ფიქრი თუ იდეა, რომელიც დღეს უკვე ახალი ამბის სახით მოვისმინე. ბოლო დღეებში თითქოს ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეგო. მერე რა, რომ სრულიად "სულ ერთი" და უმნიშვნელო ჩემთვის. უბრალოდ ფაქტი.

ვიცი რომ პოსტი კი არა, ბოდვაა. უბრალოდ თითები მოითხოვდნენ წერას. არა და რად მიჯდება. სამაგიეროდ ერთი-ორი ერთგული მკითხველი შემოვა და ვეღარ მისაყვედურებს, რა არის, რამდენჯერაც შემოვალ ისევ ის პოსტი მხვდება, დაწერე რამეო ;) :)

ალისაზე შაკიკზე ლუის კეროლზე უკვე დავწერე ერთხელ. კიდევ იმაზე, რომ мигрень -благородная болезнь. ახლა მეტის თავი არ მაქვს. ეს ბოდვაც ზედმეტი იყო. დანარჩენი - აქ.

პ.ს. ნახევარი თავის ტკივილი, წერტილოვანი ტკივილი, გულის რევამდე მიდიხარ თითქმის, მეტყველება გიძნელდება, არაფრის თავი არ გაქვს... ძილი!

Comments

OTO said…
კარგია შაკიკი ყველა სხვა ტკივილს დაგავიწყებს : )
ketty said…
vaime, ra axali ambavi CiSi?:) me rato ar maxsovs?:)

p.s. me vvaraudob, rom sheni pasuxi ikneba: "nu i dura":))))
tumca martla ver mivxvdi "ra pribori, ris pribori":))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..