"იქ, სადღაც, ჭეშმარიტებაა"

Стивен Кинг
И пришел бука

Хулио Кортасар
Ночью на спине, лицом кверху

Дино Буццати
Капля

Рэй Брэдбери
Они были смуглые и золотоглазые

ყველა ამ ავტორის და მოთხრობის ნახვა და წაკითხვა შეგიძლიათ lib.ru-ზე. მაგრამ მე ოთხივესთვის ალტერნატიული ვებ-გვერდები შეგირჩიეთ და ისე დავლინკე. რა ვიცი, იქნებ მერე იქ კიდევ სხვაც ნახოთ რამე, თქვენთვის საინტერესო. დაე გქონდეთ ფართო არჩევანი.

რა თქმა უნდა, ამ მოთხრობებით არ ამოიწურება ჩემი ცხოველი ინტერესი და სიყვარული ამ მწერლებისადმი. უბრალოდ, ზოგი პირველივე, რაც თავში მომივიდა, და ზოგიც ყველაზე "მომნუსხველი", რაც ასევე უცებ თავში მომივიდა, ის შემოგთავაზეთ. დაინტერესების შემთხვევაში, ვფიქრობ, თვითონვე დაკვალიანდებით. რჩევისთვის კი აქ ვარ და მზად ვარ.

და რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ეს თემატიკა? ჯერ ერთი, პერიოდულად მოთხოვნილება მიჩნდება მსგავსი რაღაცეების კითხვის. მეორე - ზოგადად მიყვარს ეს ჟანრი, მით უმეტეს კარგი მწერლის მიერ წარმოდგენილი. მესამე - ეს პერიოდი მქონდა ზუსტად ბოლო დროს. ოღონდ ცოტა ზედმეტი მომივიდა. სტივენ კინგით დავასრულე პერიოდი, მაგრამ იმდენი ვიკითხე, ბოლოს ისევ სიზმრებზე დაიწყო ზემოქმედება და ისევ "სტივენ კინგის სიზმარიზაცია" (c) დამეწყო (ამ თემას აქ ერთხელ უკვე შევეხე გაკვრით).

და ბოლოს - დღეს მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავი მშვენიერი საღამო ისეთი жуткий ისტორიების მოყოლით დასრულდა, ოღონდ არა შეთხზული და გამოგონილი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის და/ან ჩვენი ახლობლების ცხოვრებიდან მოყვანილი საკმაოდ ჟრუანტელისმომგვრელი და ზოგჯერ თმის ყალყზე დამაყენებელი ამბებით, რომ ზოგმა უბრალოდ ვერ გაძლო და ოთახი დატოვა; ზოგიც დაჟინებით ითხოვდა სასწრაფოდ სახლში წასვლას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლდა სიცილი და იუმორსაც არავისთვის უქცევია ზურგი. თუმცა...

მერე, უკვე გზაში, ორი მანქანა შუქნიშანზე ერთმანეთის გვერდით რომ გაჩერდა და ფანჯრები ჩამოვწიეთ, გვერდზე მანქანიდან გვკითხეს: 'თემას აგრძელებთ?' ვაგრძელებდით. ჩვენც და ისინიც :))) თემა სახლებში მისვლის შემდეგ ონლაინაც განვაგრძეთ და განვავრცეთ, რა თქმა უნდა ისევ იუმორისა და ხუმრობის მოშველიებით. ნუ, ცალკე საკითხია, ვის როგორ დაეძინება დღეს ღამე...

მოკლედ, მე ჩემი უნდა მეთქვა და მექნა და ეს ლინკები თქვენ - ჩემგან! :)

Comments

© said…
იქნებ ჯერ რუსულის ერთი-ორი გაკვეთლი გაგევლოთ, მერე კარგად გადაგემოწმებინათ სიტყა "жутд/кий"ის მართლწერა (ბევრი საშუალება არსებობს ამისთვის) და ბოლოს შეგეტანათ "კორექტივები" და მოგეცათ "ბრძნული რჩევები"? ;)
kalo said…
ბაჩო, თუ არ მოგწონთ თქვენ გაიხურეთ კარი. რატომ უნდა წაშალოს?
© said…
:)))

რა იმპერატიული კომენტარი იყო იყო, კალო, არა?! თან ძალიან ლოგიკური, აზრიანი, და დასაბუთებული :)) აი ჩვენ რომ შევიდეთ ახლა უცებ და ბლოგის წაშლა მოვთხოვოთ, დაახლოებით ასეთი.

მდაა, კომენტატორი ვარო, ბაჩომ უნდა თქვას და დაიკვეხოს!
ბაჩო said…
ზოგადად მე ჩემი ნაწერის წაშლა ვიგულისხმე და გინდათ წაშალეთ და გინდათ არა.
მაშინ ჩასწორებას არ დავწერდი იქ.
© said…
აჰაა, მაშინ პოსტი კი არა - კომენტარი უნდა დაგეწერა და სრულიად გასაგები იქნებოდა :))

და იყოს, რას ერჩი. რადგან დაწერე - იყოს. უბრალოდ რჩევა - შენიშვნის მიცემამდე დარწმუნდი ხოლმე, რომ შენიშვნა სწორია ;) :)
ბაჩო said…
წაშალე რა, გთხოვ

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..